შინაარსზე გადასვლა

იულიან ტუვიმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიან ტუვიმი
პოლ. Julian Tuwim
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1894(1894-09-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ლოძი[10]
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი, 1953(1953-12-27)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი ზაკოპანე[10]
დასაფლავებულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაო
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი[8] , მწერალი[11] , ესპერანტისტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი[8] [9] , ჟურნალისტი, თეატრის რეჟისორი, პროზაიკოსი და დრამატურგი[9]
ენა პოლონური ენა
მოქალაქეობა პოლონეთი[12]
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი
ჯილდოები Work Flag Order, 1st class, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Grand Cross of the Order of Polonia Restituta, City of Łódź Award და Golden Laurel of the Polish Academy of Literature
მეუღლე სტეფანია ტუვიმოვა
შვილ(ებ)ი ევა ტუვიმ-ვოზნიაკი
ნათესავ(ებ)ი იულიან სტავინსკი და ევა ტუვიმ-ვოზნიაკი
ხელმოწერა [13]

იულიან ტუვიმი (პოლ. Julian Tuwim; დ. 13 სექტემბერი, 1894, ლოძი, პოლონეთი – გ. 27 დეკემბერი, 1953, ზაკოპანე, პოლონეთი), პოლონელი პოეტი, პოლონეთის სრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951). 1916-18 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტი იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1913 წლიდან. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი პოეტურ ჯგუფ "სკამადრის", რომელიც იცავდა "ყოველდღიურობის პოეზიას" და ილაშქრებდა "ახალგაზრდა პოლონეთის" ტრადიციების წინააღმდეგ. თავდაპირველად ტუვიმმა განიცადა ფრანგი სიმბოლისტებისა და უოლტ უიტმენის გავლენა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები "ვდარაჯობ ღმერთს" (1918), "ბოშური ბიბლია..." (1933), "მოგიზგიზე არსი" (1936) და სხვა. ტუვიმმა პოეზიაში შემოიყვანა ლირიკული გმირი – თანამედროვე ქალაქის მკვიდრი, დანერგა სასაუბრო მეტყველება, რითაც დემოკრატიული ხასიათი შესძინა თავის ლექსებს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) ანტიფაშისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ემიგრაციაში. 1946 წელს დაბრუნდა სამშობლოში. განახლებულ პოლონეთს მიუძღვნა ლირიკული ეპიკური პოემა "პოლონეთის ყვავილები" (1949, დაუმთავრებელი გამოცემა). ტუვიმმა თარგმნა ვეფხისტყაოსნის პროლოგი ორი რედაქციით ("Nova Kultura", 1952, N45).

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Krzyzanowski J. R. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Olomouc City Library regional database
  10. 10.0 10.1 10.2 Тувим Юлиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Locomotywa. Rzepka. Ptasie radio.
  12. http://www.nytimes.com/2007/04/17/arts/music/17dawn.html
  13. https://cafesenior.pl/artykuly/autografomania-senior-tez-moze,70380.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიან_ტუვიმი“-დან