ზაკოპანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაკოპანე
ზაკოპანე
Zakopane at night.jpg
გერბი
POL Zakopane COA.svg

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო მალოპოლსკი
კოორდინატები 49°18′00″ ჩ. გ. 19°58′00″ ა. გ. / 49.30000° ჩ. გ. 19.96667° ა. გ. / 49.30000; 19.96667
დაარსდა 1578
ფართობი 84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 833±1 მეტრი, 1,130±1 მეტრი
მოსახლეობა 27,486 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 330 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი zakopane.eu
ზაკოპანე — პოლონეთი
ზაკოპანე

ზაკოპანე (პოლ. Zakopane) — ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. 2006 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 27,486 ადამიანი. გაშენებულია ტატრების ძირას, ფიჭვნარში, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მ სიმაღლეზე. ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი რბილი. ნალექები დაახლოებით 1000 მმ წელიწადში. ზამთარში უხვადაა უქარო მზიანი დღეების რაოდენობა, და აგრეთვე მყარი თოვლის საფარი. მთის კლიმატური კურორტია, აგრეთვე დასვენების ცნობილი ბაზა და ალპინიზმის, ტურიზმისა და ზამთრის სპორტის ეროვნული ცენტრი. არის სანატორიუმები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სათხილამურო ტრამპლინი, საბაგირო გზა, ფუნიკულიორი, საცურაო აუზი. სეზონი — მთელი წელი. ზაკოპანე განთქმულია ხის მხატვრული დამუშავებით, სპორტული თხილამურების წარმოებით. განაშენიანება ხისებრია, ხალხური, „ზაკოპანეს სტილში“. ზაკოპანეში არის პოლონეთში უდიდესი სამთო-სათხილამურო ტრამპლინი — ველკა კროკევი. განვითარებულია ტურიზმი.

1975-1998 წლებში შედიოდა ნოვი-სონჩის სავოევოდოში, ხოლო 1999 წლიდან მალოპოლსკის სავოევოდოშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]