იუდით-სოფი (სრი)
იერსახე
იუდით-სოფი (გერმ.: Judith-Sophie) (* 1047; † 14 მარტი, 1093 ან 1095) – საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ჰაინრიხ III-ის ასული.
1058 წელს იუდით-სოფი დაინიშნა უნგრეთის ტახტის მემკვიდრე სალომონზე. 1060 წელს სალომონი იძულებული გახდა თავის საცოლესთან ერთად უნგრეთიდან ბავარიაში გაქცეულიყო. 1063 წელს სალომონი და იუდით-სოფი გერმანელთა არმიის დახმარებით უნგრეთში დაბრუნდნენ და იქორწინეს კიდეც. 1074 წელს სალომონი ტახდიდან ჩამოაგდეს და 1087 წელს გარდაიცვალა.
1088 წელს იუდით-სოფიმ მეორედ იქორწინა. ამჯერად პოლონეთის ჰერცოგ ვლადისლავ I ჰერმანზე, რითაც ხელი შეუწყო გერმანულ-პოლონური ურთიერთობების გაუმჯობესებას.