ირმა შიოლაშვილი
ირმა შიოლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 მარტი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | Dedoplistsqaro |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ფოთლების ხიდი |
გავლენა მოახდინეს |
ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი (გერმ. Irma Britze-Schiolaschwili; დ. 29 მარტი, 1974, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირმა შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში.
1991 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა, 1996 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“.
ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება „კოლგეს“ წევრი.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „არარსებული სიტყვა“ (ლექსები), რედაქტორი ლია შარვაშიძე, თბ. „მერანი„, 1992
- „მოლურჯო თაღი“ (ლექსები რუსულად და ქართულად), თარგმანი ბექა ლაშხიასი, ქართული ტექსტის რედაქროტრი შოთა ნიშნიანიძე; რუსული ტექსტის რედაქტორი მაია გაიდაროვა, თბ. „მეცნიერება“, 1996
- „ცრემლის ნაფეხური“ (ლექსები), რედაქტორი ლეილა მესხი - თბ. „მერანი“, 2002 - ISBN 99928-946-0-1
- „ფოთლების ხიდი“ (ლექსები), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, თბ. „საარი“, 2009 – ISBN 978-99940-60-75-7
- „ფოთლების ხიდი“ (გერმანულად: Eine Brücke aus bunten Blättern)[1], ული როტფუსის (Uli Rothfuss) რედაქციითა და წინათქმით; მთარგმნელები: Agnes Giesbrecht-Gossen, Irma Berscheid-Kimeridze, Heide Rieck, Thomas Berscheid, Joachim Britze; , ქალაქი ლუდვიგსბურგი, გამომცემლობა „Pop“, 2012 – ISBN 978-3-86356-025-6
- „ორშაბათი“ (ლექსები), რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე, თბ. „საუნჯე“, 2013 – ISBN 978-9941-442-77-3
თარგმანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაინერ მარია რილკე „საღამო არის ჩემი წიგნი“[2] (ლექსები), თბ., გამომცემლობა პალიტრა L, 2023 — ISBN 9789941357404
პრემიები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ პრიზი[3], 2017
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებული ნომინაციაში: „წლის საუკეთესო თარგმანი“, რაინერ მარია რილკეს ლექსების კრებულისთვის „საღამო არის ჩემი წიგნი“, 2023
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირმა შიოლაშვილის „სარკმელი საქართველოსკენ
- წიგნები
- Irma Schiolaschwili
- Irma Schiolaschwili (literatursalon-euterpe) დაარქივებული 2017-04-21 საიტზე Wayback Machine.