ირენა შევინსკა
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Irena Kirszenstein-Szewińska |
დაბ. თარიღი | 24 მაისი, 1946[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[5] |
გარდ. თარიღი | 29 ივნისი, 2018[6] [7] [3] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ვარშავა[5] |
სიმაღლე | 176[5] |
წონა | 60[5] |
ქვეყანა | პოლონეთი |
კლუბი | Polonia Warsaw |
ჯილდოები | პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი, ამომავალი მზის მე-3 ხარისხის ორდენი, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავიანი ორდენის კომანდორი, Grand Cross of the Order of Polonia Restituta, Gold Cross of Merit, თეთრი არწივის ორდენი, Polish Sportspersonality of the Year, Polish Sportspersonality of the Year, Polish Sportspersonality of the Year, Polish Sportspersonality of the Year, Kalos Kagathos და Work Flag Order, 2nd class |
ირენა შევინსკა კირშენშტეინი (დ. 24 მაისი, 1946 – 29 ივნისი, 2018) – პოლონელი სპრინტერი, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განამვლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იყო მრავალ ღონისძიებაში. ის ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა 100 მ, 200 მ და 400 მ დისტანციებზე რბენაში.[8]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირენა კირშენშტეინი დაიბადა ლენინგრადში, ებრაულ-პოლონურ ოჯახში.[9][10][11][12][13] მისი მამა ვარშავიდან იყო, დედა კიევიდან. ისინი შეხვდნენ სამარყანდში, სადაც სწავლობდნენ. ვარშავაში ისინი 1947 წელს გადავიდნენ.[14]
1967 წელს ის დაქორწინდა თავის მწვრთნელზე, იანუშ შევინსკისზე, რომელიც ასევე ასპარეზობდა ეროვნულ დონეზე ბარიერებზე ხტომაში და მოგვიანებით მუშაობდა სპორტულ ფოტოგრაფად.[15] მათ ეყოლათ ორი ვაჟი, ანჯეი შევინსკი (დაიბადა 1970 წელს), რომელიც თამაშობდა ფრენბურთს პოლონეთის მამაკაცთა ფრენბურთის ეროვნულ გუნდში და მოგვიანებით გახდა სენატორი, და იაროსლავი (დაიბადა 1981 წელს).[15]
1970 წელს შევინსკამ დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით.[15]
2018 წლის 29 ივნისს მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქმარმა იანუშ შევინსკიმ გაავრცელა. იგი გარდაიცვალა კიბოთი 72 წლის ასაკში, ვარშავაში, სასეროვის ქუჩაზე მდებარე მედიცინის სამხედრო ინსტიტუტში.[16][17] ირენა შევინსკა კათოლიკედ დაკრძალეს ვარშავაში, პოვზკის სამხედრო სასაფლაოზე, „ღირსეულთა გამზირზე“.[18]
2020 წელს, მას სიკვდილის შემდეგ ცერემონიის დროს ბიდგოშჩში, მიუძღვნეს მძლეოსნობის მსოფლიო მემორიალური დაფა. ეს ერთ-ერთი პირველი მსგავსი პრიზი იყო.[19] 2021 წელს ჟურნალ Przegląd Sportowy-ის მკითხველებმა ის საუკუნის პოლონელ სპორტსმენად დაასახელეს.[20] კარიერის განმავლობაში იგი ოთხჯერ იქნა არჩეული პოლონეთის წლის სპორტსმენად იმავე ჟურნალის მიერ.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964-1980 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ხუთ ოლიმპიურ თამაშში, მოიგო შვიდი მედალი, მათგან სამი ოქრო. მან ასევე დაამყარა ექვსი მსოფლიო რეკორდი და ერთადერთი სპორტსმენია (კაცი თუ ქალი), რომელსაც აქვს მსოფლიო რეკორდი 100 მ, 200 მ და 400 მეტრის დისტანციაზე. მან ასევე 10 მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. 1965-1979 წლებში მან მოიპოვა 26 ეროვნული ტიტული და დაამყარა 38 რეკორდი 100-400 მ სპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში.
მის პირველ ოლიმპიადაზე ტოკიოში, 1964 წელს მან აიღო ვერცხლის მედალი სიგრძეზე ხტომაში და 200 მეტრზე. ამასთანავე, იყო ოქროს მედლის პრიზიორი 4 × 100 მეტრის ესტაფეტაზე.
იგი იყო ორმაგი სპრინტის გამარჯვებული მსოფლიო სტუდენტურ თამაშებზე ბუდაპეშტში 1965 წელს. იმავე წელს მან დაამყარა თავისი პირველი მსოფლიო რეკორდი, 1965 წლის 9 ივლისს, პრაღაში, ჩეხოსლოვაკიაში. წინა რეკორდი (11.2 წმ) ეკუთვნოდა ვიომია ტიუსს. მან რეკორდი 11.1 წამამდე გააუმჯობესა.
1966 წელს მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მან მიიღო ოქრო სიგრძეზე ხტომაში, 200 მეტრზე და 4×100 მეტრზე ესტაფეტაში; 100 მეტრზე სპრინტში ვერცხლი აიღო.
მექსიკაში მეორე ოლიმპიადაზე მან მოიგო ბრინჯაო 100 მეტრზე, მაგრამ სიგრძის ხტომის ფინალში კვალიფიკაცია ვერ შეძლო. ის ამ იმედგაცრუებისგან გამოჯანმრთელდა, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა 200 მეტრზე და ოქროს მედალი მოიპოვა. სპრინტის ესტაფეტაში პოლონეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ბოლო გაცვლაზე ხელკეტი ჩამოაგდო და ბოლო გავიდა.
ვაჟის გაჩენის შემდეგ, 1971 წელს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სიგრძეზე ხტომაში ჰელსინკის ევროპის ჩემპიონატზე. იგი 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე სამ ღონისძიებაში ასპარეზობდა, ორ სპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში და ბრინჯაოს მედალი მიიღო 200 მეტრზე სპრინტში.
1974 წლის სეზონში ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც 400 მეტრზე 50 წამიანი ბარიერი გადალახა, ხოლო 200 მეტრზე დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი (22,21 წმ). რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან მოიგო 100 მეტრსა და 200 მეტრზე სპრინტის დუბლი და დაამარცხა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფავორიტი სპრინტერი რენატე სტეჩერი; მან ასევე 4 × 100 მეტრიან ესტაფეტაზე, სადაც პირველმა ირბინა, ბრინჯაო აიღო. იგი 1974 წელს 100, 200 და 400 მეტრზე სპრინტში მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
მან მოიგო თავისი ბოლო ოლიმპიური მედალი, ოქრო, მონრეალში 1976 წელს, 400 მეტრზე სპრინტში. ამ დროს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 49.28 წმ. 1977 წელს, მან დაამარცხა ორივე ფავორიტი აღმოსავლეთ გერმანელი მორბენალი ბარბერ ვოკელი და მარიტა კოხი და გაიმარჯვა 200 მეტრზე და 400 მეტრზე სპრინტში. მას 1976 და 1977 წლებში 200 მ და 400 მეტრზე ასპარეზში მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.
32 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ბოლო გამოსვლისას მან მოახერხა ბრინჯაოს მოპოვება 400 მეტრზე და 4×400 მეტრზე ესტაფეტაზე.
შევინსკამ 200 მეტრზე 7-ჯერ დაიკავა 1-ლი ადგილი მსოფლიოში; 400 მეტრზე 4-ჯერ და 100 მეტრზე 2-ჯერ; ასევე 3-ჯერ სიგრძეზე ხტომაში. მთლიანობაში, ის 15 წლის განმავლობაში მუდმივად იყო საუკეთესო ათეულში 200 მეტრზე, ასევე 4-ჯერ მე-2, ორჯერ მე-3 ადგილებზე. ტოპ 3 სპრინტერის სიაში იგი მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ვერ მოხვდა; (1964 წლიდან 1977 წლამდე იგი იყო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში 200 მეტრზე მორბენალთა შორის).
მან მოიპოვა United Press-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის საერთაშორისო ჯილდო ქალებისთვის, 1974 წელს. მან მოიგო წლის ევროპელი სპორტსმენის ჯილდო პოლონეთის პრესის სააგენტოს მიერ 1966 და 1974 წლებში.
1998 წელს შევინსკა გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. 1997-2009 წლებში იყო პოლონეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი.
2005 წლის 3 აგვისტოს იგი გახდა მესამე ქალი, რომელიც აირჩიეს მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრად ჰელსინკიში, ასოციაციის 45-ე კონგრესის პირველ სესიაზე.
იგი იყო საერთაშორისო ებრაული სპორტული დიდების დარბაზისა და მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი.[21][22]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ FemBio database
- ↑ 3.0 3.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ World Athletics database
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Olympedia — 2006.
- ↑ https://www.lequipe.fr/Athletisme/Actualites/Deces-d-irena-szewinska/917309
- ↑ http://www.sport.pl/lekkoatletyka/7,64989,23616031,irena-szewinska-nie-zyje.html
- ↑ „Multiple Olympic medallist and world record-breaker from Poland passes away“. ციტირების თარიღი: 2018-06-30.
- ↑ Irena Kirszenstein-Szewinska. jewishvirtuallibrary.org.
- ↑ Irena Szewińska. Britannica.
- ↑ Welcome to Jews in Sports Online.
- ↑ The International Jewish Sports Hall of Fame.
- ↑ Day by Day in Jewish Sports History.
- ↑ Rozmowa z Ireną Szewińską დაარქივებული 2015-01-04 საიტზე Wayback Machine. . bieganie.pl. 18 May 2012
- ↑ 15.0 15.1 15.2 SZEWIŃSKA (KIRSZENSTEIN) IRENA. pkol.pl
- ↑ „Polish athletics champion Irena Szewińska dies aged 72“. ციტირების თარიღი: 2018-06-30.[მკვდარი ბმული]
- ↑ „'First lady of Polish sport' Irena Szewinska dies at 72“. ციტირების თარიღი: 2018-06-30.
- ↑ "Pogrzeb Ireny Szewińskiej", http://wiadomosci.gazeta.pl/wiadomosci/7,114883,23638999,pogrzeb-ireny-szewinskiej-pierwsza-dame-sportu-zegnala-rodzina.html
- ↑ „Heritage plaque honouring the legend Irena Szewinska presented in Bydgoszcz“. World Athletics. 20 August 2020.
- ↑ Sportowiec stulecia: Irena Kirszenstein-Szewińska pl. ციტირების თარიღი: 9 June 2021
- ↑ Joseph M. Siegman (1992). The International Jewish Sports Hall of Fame. SP Books, გვ. 96, 170–171. ISBN 1-56171-028-8.
- ↑ Carolyn Starman Hessel (1999). Blessed Is the Daughter. Shengold Books, გვ. 123–124. ISBN 1-887563-44-X.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მარტი 2023
- დაბადებული 24 მაისი
- დაბადებული 1946
- სანქტ-პეტერბურგში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 ივნისი
- გარდაცვლილი 2018
- 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- პოლონელი სპორტსმენები