შინაარსზე გადასვლა

თურქული ჩაი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაის პლანტაცია რიზეში

თურქული ჩაი (თურქ, çay) — შავი ჩაის სახეობა, რომელიც პოპულარულია თურქეთში და თურქულ დიასპორაში. ერთ სულ მოსახლეზე ჩაის მოხმარების მხრივ თურქეთს მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია. თურქული ჩაის კულტურა ასევე გავრცელებულია ჩრდილოეთ კვიპროსზე და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ქვეყანაში.[1][2]

ადგილობრივი წარმოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქული ჩაი

თურქეთში წარმოებული ჩაის უმეტესი ნაწილი რიზეს სახეობას განეკუთვნება, რომელიც რიზეს პროვინციაში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოდის. ეს რეგიონი ცნობილია ზომიერი კლიმატით, უხვი ნალექებით და ნაყოფიერი ნიადაგით. ასეთი ჩაი იმავე დამუშავებას გადის, როგორც ჩვეულებრივი შავი ჩაი, თუმცა მას განსაკუთრებული მუქი წითელი ფერი აქვს.[3][4]

2004 წელს თურქეთმა აწარმოა 205 500 ტონა ჩაი (მსოფლიოში ჩაის მთლიანი წარმოების 6,4 %), რამაც ქვეყანა ერთ – ერთ უდიდეს ჩაის მიმწოდებლად გადააქცია მსოფლიოში. თავად თურქეთში ყოველწლიურად მოიხმარენ დაახლოებით 120 000 ტონა ჩაის, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის.

2004 წელს თურქეთში მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ჩაის მოხმარება ყველაზე მაღალი იყო — 2,5 კგ ერთ ადამიანზე (დიდ ბრიტანეთში — 2,1 კგ ერთ ადამიანზე).[5]

ჩვეულებრივ, თურქულ ჩაის ამზადებენ სპეციალური ორმაგი ჩაიდნის (თურქ. çaydanlık) გამოყენებით. წყალს ადუღებენ ქვედა დიდ ჩაიდანში. შემდეგ დაქუცმაცებული ჩაის რამდენიმე კოვზს ზედა მომცრო ჩაიდანში ასხამენ ადუღებულ წყლის გარკვეულ რაოდენობას. შედეგად ღებულობენ ძალიან მაგარ ნაყენს. დარჩენილი წყალი ჩაის განზავების მიზნით გამოიყენება ინდივიდუალური სურვილის მიხედვით: ან მაგარი ჩაი (თურქ. კოიუ - "მუქი"), ან სუსტი (თურქ. açık - "მსუბუქი"). თურქულ ჩაის ტრადიციულად მიირთმევენ პატარა მინის ჭიქებში, შაქრის ნატეხებთან ერთად.

თურქული ჩაის მოსამზადებელი სპეციალური ორმაგი ჩაიდანი

ჩაი თურქეთში მნიშვნელოვანი და ყველაზე გავრცელებული ცხელი სასმელია, მიუხედავად ყავის სმის ხანგრძლივი ისტორიისა. ჩაის მირთმევა სტუმრებისათვის თურქული სტუმართმოყვარეობის შემადგენელი რიტუალია. ჩაის ყველაზე ხშირად მიირთმევენ სახლში, მაღაზიებში და კირაათხანაში — კაცების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის ადრეც სიამოვნებით მიირთმევდნენ, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გახდა პოპულარული სასმელი თურქეთში. იგი თავიდანვე გავრცელდა, როგორც ყავის ალტერნატივა, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის შემდგომი დაშლის,  სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, სადაც ყავა ტრადიციულად იზრდებოდა, ძვირადღირებული იმპორტული სასმელი გახდა.

რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მითითებით, თურქი ხალხი ჩაის მოხმარებაზე გადავიდა, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობისათვის ის უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ.

ეროვნული თურქული ჩაის მოყვანა დაიწყო 1928 წელს, პრეზიდენტ ქემალ ათათურქის ინიციატივით. მან განკარგულება გასცა, რომ მეზობელი  საქართველოდან ქვეყანაში თესლი და ნერგები შეეტანათ. 1938 წლიდან თურქეთში ჩაის წარმოებამ მასშტაბური სახე მიიღო.[6]

თურქული ჩაი, რომელსაც თურქულად ჩაის (çay) უწოდებენ, მზადდება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ზომიერი კლიმატი, უხვი ნალექები და ნაყოფიერი ნიადაგია.

თურქული ჩაი თითქმის მთლიანად შავი ზღვის სანაპიროზე რიზეში იწარმოება, რაც მისი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს. 2004 წელს თურქეთმა აწარმოა 205,5 ათასი ტონა ჩაი (მთლიანი ჩაის წარმოების 6,4 % მსოფლიოში). იმავე 2004 წელს თურქეთში დაფიქსირდა ჩაის ყველაზე მაღალი მოხმარება მსოფლიოში — 2,5 კგ ერთ ადამიანზე, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, სადაც ჩაის მოხმარებამ ერთ ადამიანზე 2,1 კგ შეადგინა. ჩაის წარმოების მხრივ, თურქეთი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში, ჩინეთის, ინდოეთის, კენიისა და შრი-ლანკის შემდეგ, გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ვიეტნამი, ინდონეზია და იაპონია.[7][8][9]

თურქული მცენარეული ჩაი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთში მცენარეულ ჩაის ჩვეულებრივ იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. იგი ძირითადად პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებს შორის. ყველაზე გავრცელებული არომატებია: ვაშლი (elma çayı), ვარდის (kuşburnu çayı) და ცაცხვის ყვავილი (ıhlamur çayı). სალბის ჩაი (ada çayı, სიტყვასიტყვით "კუნძულის ჩაი") ყველაზე პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რეგიონში. [საჭიროებს ციტირებას] თურქეთში, მცენარეული ჩაის შეძენა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, აქტარის სახელწოდებით ცნობილ  მცენარეების მაღაზიაში შეიძლება.[10][11][12]

  1. "Turkey: Second biggest tea market in the world". Euromonitor International. 13 April 2005. Archived from the original on 21 April 2013 – via Research Portals Ltd.
  2. Antonios, Pierre (July 14, 2005). "World Tea Production Reaches New Highs". Food and Agriculture Organization (FAO) of the United Nations. Archived from the original on 2006-02-26.
  3. Ergener, Reşit. About Turkey : geography, economy, politics, religion, and culture. — Boulder, CO: Pilgrims' Process, 2002. — 116 pages с. — ISBN 0-9710609-6-7, 978-0-9710609-6-8.
  4. "The Worlds Top 10 Tea Producing Nations". History of Ceylon Tea. Retrieved 2021-10-04.
  5. Выращивание чая в Турции (რუსულ.) // TeaTerra.
  6. Erdogan–Orhan, Ilkay. "Sage-called plant species sold in Turkey and their antioxidant activitie" (PDF). J. Serb. Chem. Soc. 75 (11) 1491–1501 (2010
  7. Klasra, M. A.; Khawar, K. M.; Aasim, M. (2007). "History of tea production and marketing in Turkey". International Journal of Agriculture and Biology (Pakistan). ISSN 1560-8530.
  8. "Five Interesting Things to Know about Turkish Tea".[მკვდარი ბმული] CLC World Resorts & Hotels. 2018-04-04. Retrieved 2021-04-24.
  9. McGeary, Kacie (2018-09-21). "How to Best Experience Tea Culture in Istanbul". Passion Passport. Retrieved 2021-04-24.
  10. Tekeli, S.T. (1976). "Çay yetiştirme işleme pazarlama" [Tea cultivation, processing and marketing]. Dönüm Yayınlar(თურქულ ენაზე). Ankara, Turkey: Dönüm publications. 5: 90–193.
  11. "Elma çayı nasıl yapılır? Elma çayının faydaları nelerdir ve neye iyi gelir?"[მკვდარი ბმული]. Sabah (თურქულ ენაზე). Retrieved 2021-10-04.
  12. Ward, Lyn (2019-03-22). "Herbal teas and their benefits" დაარქივებული 2021-11-01 საიტზე Wayback Machine. . Fethiye Times. Retrieved 2021-10-03.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქული_ჩაი“-დან