თეოდორ ნელდეკე
თეოდორ ნელდეკე | |
---|---|
გერმ. Theodor Nöldeke | |
დაბ. თარიღი | 2 მარტი, 1836[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ჰარბურგი[9] |
გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1930[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (94 წლის) |
გარდ. ადგილი | კარლსრუე[9] |
დასაფლავებულია | კარლსრუეს მთავარი სასაფლაო |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი |
მუშაობის ადგილი | კილის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Arnold Nöldeke |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის |
ხელმოწერა | |
თეოდორ ნელდეკე (გერმ. Theodor Nöldeke; დ. 2 მარტი 1836, ჰარბურგი — გ. 25 დეკემბერი, 1930, კარლსრუე) — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი. სწავლობდა გეტინგენის, ვენის, ლეიდენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მოღვაწეობდა კილში (1868), გეტინგენსა და სტრასბურგში (1872-1906). მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ისლამცოდნეობა და არამეისტიკა; არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ეკუთვნის ირანისტიკაშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური შრომა „ყურანის ისტორია“ (გეტინგენი, 1860), რომელშიც მას საფრანგეთის წარწერათა აკადემიის პრემია მიენიჭა. ნელდეკეს ახალსირიული ენის გრამატიკამ (ლაიფციგი, 1868) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არამეული დიალექტების მეცნიერულ შესწავლას, ხოლო მისმა გამოკვლევებმა „მანდეური ენის გრამატიკა“ (ჰალე, 1874), „სირიული ენის მოკლე გრამატიკა“ (ლაიფციგი, 1880) ეტაპი შექმნეს არამეისტიკაში. სემიტური ენათმეცნიერების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნელდეკეს შრომებმა „სემიტური ენები“ (1880), და „ნარკვევები სემიტური ენათმეცნიერებიდან“ (1904).
ნელდეკეს ეკუთვნის საყურადღებო გამოკვლევები ძველი არამეული თხზულების „ამბავი ახიკარ ბრძენისა“ და ბიბლიური ლიტერატურის შესახებ. ნელდეკე უაღრესად ნაყოფიერი მეცნიერი იყო, ავტორია 600-მდე ნაშრომისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წერეთელი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 375.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Theodor Nöldeke — 2009.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 AlKindi
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Theodor NÖldeke / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Нёльдеке Теодор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.