თემო სვირელი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თემო სვირელი}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
თემო სვირელი | |
---|---|
დაიბადა | 21 აპრილი, 1964 |
დაბადების ადგილი | ცხინვალი |
გარდაიცვალა | 21 ოქტომბერი, 2014 (50 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კიევი[1] |
საიტი | https://:www.svirelyART.com[2] |
თემო სვირელი (21 აპრილი, 1964 – 21 ოქტომბერი, 2014) — ქართველ-უკრაინელი მხატვარი.
იყენებდა მხატვრობის სხვადასხვა მედიუმს, მათ შორის ფერწერას, როგორც სახვით, ისე აბსტრაქტულ სტილს, გრაფიკას, კოლაჟს, პრინტსა და ფოტოინსტალაციას. თავის ნამუშევრებში ტრადიციულ მოტივებსა თანამედროვე თემებს უხამებდა. [3]
სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები იფინებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, რუსეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, უკრაინაში „მისტეცკი არსენალის“ ეროვნულ სამუზეუმო კომპლექსში, ტარას შევჩენკოს ეროვნულ მუზეუმში, უკრაინული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების მუზეუმში, მიხაილ ბულგაკოვის მუზეუმში, უკრაინის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში.[4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1964 წლის 21 აპრილს,[5] ქალაქ ცხინვალში (საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, სსრკ)[6]ფეხბურთელი გურამ ცხოვრებოვის ოჯახში.
სწავლობდა ფერწერას მ.ს. თუგანოვის სახელოვნებო სკოლაში (1979-1983), ცხინვალში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1989-1992).[7][8]
1993 წელს თემო რუსეთის ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის (IFA) წევრი გახდა, 1998 წელს კი - საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის (GIFA).[9] 2000 წლიდან კი ის შემოქმედებითი ასოციაციის BZH-ART [10](უკრაინა) წევრია.
1993 წლიდან 2014 წლამდე ის ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში, კიევში.
1989 წლის 9 აპრილს ის თბილისში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა. ასევე იღებდა მონაწილოებას ნარინჯისფერი რევოლუციის მხარდამჭერ გამოსვლებში 2004 წელს, ხოლო 2013-2014 წლებში - ევრომაიდანის საპროტესტო გამოსვლებში.[11][12][13]
თემო 2014 წლის 21 ოქტომბერს ურაინაში, კიევში გარდაიცვალა.[14]
მნიშვნელოვანი პროექტები და გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2013 - გაზაფხული 2013. გალერეა ტრიპტიქი. კიევი, უკრაინა.[15]
- 2013 - Galerie du vieux Belfort (ძველი ბელფორის გალერეა). ბელფორი, საფრანგეთი.
- 2012. წერტილი. თანამედროვე არტ კიევი VII, „მისტეცკი არსენალის“ ეროვნული სამუზეუმო კომპლექსი, კიევი, უკრაინა.
- 2012 - ტრიდენტი, ბოსტონი, აშშ.[16]
- 2012 - ფორმები და მეტაფორები II. ამერიკის უკრაინული ინსტიტუტი. ნიუ-იორკი, აშშ.[17]
- 2011 – NG არტ ფეარი, გალერეა ბალმანი. ნიუკასლი, გაერთიანებული სამეფო.
- 2011 - გალერეა არტ პლურალი. ოდენკური, საფრანგეთი.
- 2011 - ფორმები და მეტაფორები I. ამერიკის უკრაინული ინსტიტუტი. ნიუ-იორკი, აშშ.[18]
- 2010 - ვერმონტის სახელოსნოთა ცენტრი, ჯექსონ პოლოკის ფონდის სტიპენდია. ჯონსონი, აშშ.
- 2010 - ფესვები და მეტაფორები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
- 2008 - დამოუკიდებელ ხელოვანთა სალონი, პარიზის ექსპო. პარიზი, საფრანგეთი.
- 2007 - მარსის ოხვრა. გალერეა ატრიბუტი. კიევი, უკრაინა.[19]
- 2006 - უაზრო ანარეკლების სარკე. გალერეა არტბლუზი. კიევი, უკრაინა.[20]
- 2005 - პეპლების ძიებაში. სოვიარტის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. კიევი, უკრაიანა.
- 2004 - მარილი სიმფონია 1. არტემსილი. სოლედარი, უკრაინა.
- 2004 - ქუჩის თეატრი. გალერეა ტრიპტიქი. კიევი, უკრაინა.
- 2004 – 350 წლის შემდეგ. უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირი. კიევი, უკრანა.
- 2003 - ბილიკის ჭვრეტა. უკრაინული სახლი. კიევი, უკრაინა.
- 2003 - ინვაზიო. უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირი. კიევი, უკრაინა.[21]
- 2001 - გალერეა ანიქსის, ბადენი, შვეიცარია.
- 2001 - გალერეა აპია. გრენობლი, საფრანგეთი.
- 2000 - ჰომო ლუდენს. City N გალერეა, კიევი, უკრაინა.
- 1998 - თანამედროვე დამოუკიდებელი ხელოვანების II საერთაშორისო სალონი. ბარსელონას სამეფო გემთსაშენი, ბარსელონა, ესპანეთი.[22]
- 1998 - წერილი მეგობარს. M გალერეა. კიევი, უკრაინა.
- 1997 - მთვარის ფავორიტები. Kunst Kreise Euskirchen e.v. Gallery. ოისკირხენი, გერმანია.
- 1996 - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „თუხფაბრიკ“, ტრირი, გერმანია.
- 1996 - დღეები და ღამეები ცალრქიანი ცხენის ბაღში. ირენას გალერეა და ბავშვთა სამხატვრო აკადემია. კიევი, უკრაინა.
- 1994 - ვტოვებ სცენას. მესტეტსვოს საგამოფენო დარბაზი. კიევი, უკრაინა.[23][20]
- 1994 - ქართული კულტურის ცენტრი „მზიური“. მოსკოვი, რუსეთი.
- 1993 - რძიანი ხიდი. ბადი გუბინაურთან ერთად. უკრაინის ეროვნული სამხატვრო გალერეა, [23]კიევი, უკრაინა.
- 1993 - მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის (IFA) საგაზაფხულო გამოფენა. საგამოფენო დარბაზი მალაია გრუზინსკაზე. მოსკოვი, რუსეთი.
- 1991 - ქართველი მხატრების გამოფენა. არქიტექტორის სახლი. მოსკოვი, რუსეთი.
პროექტები, რომლებშიც თემო სვირელის მონაწილეობდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „აბსტრაქტგარდენი“, უკრაინული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების მუზეუმი, კიევი, უკრაინა. უკრაინელი მხატვრების აბსტრაქციების გამოფენა, სადაც თემო სვირელის აბსტრაქციებიც იყო წარმოდგენილი.
- 2017 - ვალენტინ ვასიანოვიჩის[24] ოსკარზე ნომინირებული ფილმის[25] „Black Level” ერთ-ერთი სცენა თემო სვირელის სახელოსნოში, კიევშია გადაღებული.
- 2021 - „ძველი ქალაქის ფერი”, ვაკულენკოს სახელოვნებო კონსულტაცია,[26]„ვეჩერნი კიევი“.
თემო სვირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2015 - «მაისი». ტარას შევჩენკოს ეროვნული მუზეუმი, კიევი, უკრაინა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამი ქართველი ხელოვანის ნამუშევრები - თემო სვირელის, გია მიმინოშვილის და დავით შარაშიძის. გამოფენა ეძღვნებოდა თემო სვირელის ხსოვნას და მისი ნახატის «მაისი» სახელი ეწოდა.
- 2016 - პერფორმანსი „ხვიარა“. ეძღვნებოდა მხატვარ თემო სვირელის (1964-2014) ხსოვნას. მიხაილ ბულგაკოვის მუზეუმი, კიევი, უკრაინა. მხატვარმა ბადრი გუბიანურმა, სხვა მხატვრებთან ერთად, თემო სვირელის პატივსაცემად დარგო ხვიარა 2016 წლის 21 აპრილს და უძველესი ქართული საბრძოლო ტრადიციების შესახებ მოსაზრებები გაგვიზიარა.
- 2016 – „სტიქსის მეორე მხარეს“, გალერეა კალიტა არტ კლუბი. კიევი, უკრაინა. თემო სვირელის გრაფიკის და კოლაჟების გამოფენა.[27][28]
- 2016 – „ხეხილის ბაღის 108 ხე“. ეძღვნებოდა მხატვრა თემო სვირელს (1964-2014). უკრაინის ფეშენ ვიქი 2017. „მისტეცკი არსენალის“ ეროვნული სამუზეუმო კომპლექსი, კიევი, უკრაინა. ამ პროექტში უნაკლოდ იყო გაერთაინებული ხელოვნება და დიზაინი, თემო სვირელის აბსტრაქციის პრინტი ვოზიანოვის დიზაინით შექმნილ ქვედაკაბაზე იყო განთავსებული, რასაც თან ახლა 108 სანათის ინსტალაცია და პერფორმანსები.[29][30][31]
- 2017 – „ვან გოგის 8 ვოიაჟი“, გალერეა დუკატი. კიევი, უკრაინა. რვა გამორჩეულმა უკრაინელმა მხატვრმა (ოლექსანდრ ჟივოტკოვი,[32] მატვეი ვაისბერგი, ბადრი გუბაინური, პეტრო ბეზვა, მიკოლა ჟურაველი, სერჰიი გაი, ვალერი შკარუპა, ოლექსი ლიტვინენკო) შექმნა თემო სვირელის ნახატის „ვან გოგის მოგზაურობა ბრიუსელიდან ჰააგაში“(2011) მათეული ინტერპრეტაციები.[33]
- 2017 – „თემო სვირელის ყვითელი სიმფონია“. გალერეა მასტერ კლასი, კიევი, უკრაინა. თემოს სვირელის ნახატების გამოფენა. ამასთანავე, ამავე პროექტის ფარგლებში, უკრაინელმა კომპოზიტორმა ვიქტორია პოლევამ თემო სვირელისთვის მიძღვნილი მუსიკა დაწერა.
- 2017 – ვიქტორია პოლევა, „მუსიკა თემოსთვის“ მუსიკალური პრემიერა კამერული ორკესტრის „კიევის ვირტუოზების“ თანხლებით გამოფენაზე „ყვითელი სიმფონია“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://inkyiv.com.ua/2016/03/temo-svireli-po-tu-storonu-stiksa/
- ↑ https://www.svirelyart.com/en/
- ↑ Художник с поющим именем.
- ↑ Темо Свирели в "Атрибутгалерее" (9 November 2007).
- ↑ Загадочный свет Свирели.
- ↑ [:enThe biography of contemporary painter TEMO SVIRELY[:ua]The biography of Temo Svirely[:]].
- ↑ [:enThe biography of contemporary painter TEMO SVIRELY[:ua]The biography of Temo Svirely[:]].
- ↑ Спасибо им за то, что им повезло (2 July 2006).
- ↑ Спасибо им за то, что им повезло (2 July 2006).
- ↑ Matvei Vaisberg(2023), Продолжение следует...Воспоминания, Kyiv: Folio, ISBN 978-617-551-241-8, p.316
- ↑ Загадочный свет Свирели.
- ↑ [:enThe biography of contemporary painter TEMO SVIRELY[:ua]The biography of Temo Svirely[:]].
- ↑ Matvei Vaisberg(2023), Продолжение следует...Воспоминания, Kyiv: Folio, ISBN 978-617-551-241-8, p.316
- ↑ "Painting in the Sky" Obituary, Shambala Times, October 25, 2014
- ↑ Темо Свирели: По ту сторону Стикса.
- ↑ Dan Glenn, "Visit from Temo of Kiev!", Shambhala Boston, October 24, 2012
- ↑ New York art events July through December 2012.
- ↑ Forms and Metaphors.
- ↑ Темо Свирели в "Атрибутгалерее" (9 November 2007).
- ↑ 20.0 20.1 Спасибо им за то, что им повезло (2 July 2006).
- ↑ 2003: Faces of pacifism.
- ↑ Euroart'98 : II Saló Internacional d'Artistes Contemporanis Independents. BCN Art Directe (1998).
- ↑ 23.0 23.1 Художник с поющим именем.
- ↑ На "Оскар" от Украины выдвинули фильм "Уровень черного" Валентина Васяновича (September 2017).
- ↑ На "Оскар" от Украины выдвинули фильм "Уровень черного" Валентина Васяновича (29 August 2017).
- ↑ Colour of old city (22 November 2021).
- ↑ Темо Свирели: По ту сторону Стикса.
- ↑ Загадочный свет Свирели.
- ↑ "Мистецький арсенал" приглашает на инсталляцию, посвященную памяти Темо Свирели (13 October 2016).
- ↑ В "Мистецьком Арсенале" презентовали проект "сад 108 деревьев" (17 October 2016).
- ↑ Федор Возианов устроил на UFW перфоманс "Сад 108 деревьев" (13 October 2016).
- ↑ https://stedleyart.com/collection/in-memory-of-temo-svirely/
- ↑ Ван Гог путешествует, inший Kyiv, 2017-04-10.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოკუმენტური ფილმი: თემოს მოგონებები 9 აპრილის ტრაგედიაზე, 1989 წელი თბილისი, საქართველო, "Touch the air" by Stanislav Yasinsky, 2008 YouTube-ზე .
- დოკუმენტური ფილმი: გამოჩენილი უკრაინელი ხელოვნების კოლექციონერი იგორ დიჩენკო საუბრობს The opening of Temo Svirely's exhibition "Street theatre" YouTube-ზე , კიევი, უკრაინა, 2003 წლის 22 ნოემბერი.
- დოკუმენტური ფილმი: Badri Gubianuri, Temo Svirely, "Milky bridge" YouTube-ზე , უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, 1993 წ.
- დოკუმენტური ფილმი: The performance "Vine" is dedicated to the artist Temo Svirely (1964-2014) YouTube-ზე , მიხაილ ბულგაკოვის მუზეუმი, კიევი, უკრაინა, 2017 წლის 21 აპრილი.
- დოკუმენტური ფილმი: "Orchard of 108 trees" YouTube-ზე , უკრაინის მოდის კვირეული 2017, Mystetskyi Arsenal National Art and Culture Museum Complex, კიევი, უკრაინა, 2016 წ.
- ვიქტორია პოლევა, "მუსიკა თემოსთვის" შესრულებული ანსამბლი "კიევის ვირტუოზი", წმინდა კირილეს ეკლესია, კიევი, უკრაინა, 2018: https://www.youtube.com/watch?v=LESbi9t-7gM&t=11m40s
- ვიქტორია პოლევა, "მუსიკა თემოსთვის" შესრულებული a chamber ensemble: Antoniy Baryshevsky (piano), Taras Yaropud (violin), Yuri Pogoretsky (cello) YouTube-ზე . უკრაინის ეროვნული ფილარმონია .