ვალენტინ ვასიანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვალენტინ ვასიანოვიჩი
Vasyanovych.jpg
ვალენტინ ვასიანოვიში ოდესის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1971
ჟიტომირი, უსსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა დროშა: უკრაინა უკრაინა
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი

ვალენტინ ნიკოლაევიჩ ვასიანოვიჩი (უკრ:Валентин Миколайович Васянович; დ. 21 ივლისი, 1971)[1]უკრაინელი კინორეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მემონტაჟე და კინოკომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინ ვასიანოვიჩი 1971 წლის 21 ივლისს ჟიტომირში დაიბადა. დაამთავრა ვიქტორ კოსენკოს სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 1995 წელს დაამთავრა კიევის თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობის ეროვნული უნივერსიტეტი ოპერატურის განხრით, ხოლო 2000 წელს დოკუმენტური ფილმების რეჟისორის დიპლომით. 2006-2007 წლებში სწავლობდა პოლონეთში, ანჯეი ვაიდას სარეჟისორო სკოლაში.[2].

2017 წელს მისი ფილმი „შავი დონე“ ოსკარის 90-ე კინოდაჯილდოებაზე უკრაინიდან საუკეთესო უცხოენოვან ფილმად შეარჩიეს, თუმცა ფილმმა ნომინაცია ვერ მიიღო.[3]

2019 წელს ვასიანოვიჩის ფილმი ატლანტიდა უკრაინიდან ოსკარის 93-ე კინოდაჯილდოებისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინეს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Valentyn Vasyanovych. ციტირების თარიღი: 16 January 2021
  2. Валентин Васянович // Сценарна майстерня
  3. Holdsworth, Nick. (29 August 2017) Oscars: Ukraine Selects 'Black Level' for Foreign-Language Category. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 29 August 2017.
  4. Film 'Atlantis' has more chances for Oscars than Ukrainian nominees of past years - head of Ukrainian Oscar Committee. Interfax Ukraine (24 September 2020). ციტირების თარიღი: 24 September 2020