ზურაბ ბალაშვილი
ზურაბ ბალაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 დეკემბერი, 1981 წელი თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული |
გარდაცვალების თარიღი |
9 აგვისტო, 2008 წელი ნიქოზი |
გარდაცვალების მიზეზი | რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი (2008) |
დაკრძალულია | ნაფარეულში |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | სამხედრო პირი |
წოდება | კაპრალი |
რელიგია | ქრისტიანობა |
შვილ(ებ)ი | ლიკა ბალაშვილი |
ჯილდოები | მედალი მხედრული მამაცობისათვის |
ზურაბ ბალაშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1981 — გ. 9 აგვისტო, 2008) — 2008 წლის რუსეთ საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის გმირი. სიკვდილის შემდეგ მიიღო მედალი მხედრული მამაცობისათვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ ბალაშვილი დაიბადა 1981 წლის 17 დეკემბერს სოფელ ნაფარეულში. 18 წლის ასაკში წავიდა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ 2 წელი მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში. 2002 წელს, 4 წლიანი სამხედრო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო. მსახურობდა ერაყში. დაბრუნების შემდეგ ერთ წელიწადში დაქორწინდა. 2008 წლის 9 აპრილს შეეძინა ქალიშვილი ლიკა.
2008 წლის 9 აგვისტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]9 აგვისტოს სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილდ დაიჭრა. 21-ე ბატალიონში ის ერთადერთი დაღუპული იყო. მისი თანამებრძოლების თქმით, ზურას უკანასკნელი თხოვნა მის ოჯახზე ზრუნვა იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- gmirebi.ge დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.