ზურაბ ბალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ ბალაშვილი
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1981 წელი
თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული
გარდ. თარიღი 9 აგვისტო, 2008 წელი
ნიქოზი
გარდ. მიზეზი რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი (2008)
დაკრძალულია ნაფარეულში
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა სამხედრო პირი
წოდება კაპრალი
რელიგია ქრისტიანობა
შვილ(ებ)ი ლიკა ბალაშვილი
ჯილდოები მედალი მხედრული მამაცობისათვის

ზურაბ ბალაშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1981 — გ. 9 აგვისტო, 2008) — 2008 წლის რუსეთ საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის გმირი. სიკვდილის შემდეგ მიიღო მედალი მხედრული მამაცობისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ბალაშვილი დაიბადა 1981 წლის 17 დეკემბერს სოფელ ნაფარეულში. 18 წლის ასაკში წავიდა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ 2 წელი მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში. 2002 წელს, 4 წლიანი სამხედრო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო. მსახურობდა ერაყში. დაბრუნების შემდეგ ერთ წელიწადში დაქორწინდა. 2008 წლის 9 აპრილს შეეძინა ქალიშვილი ლიკა.

2008 წლის 9 აგვისტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 აგვისტოს სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და სასიკვდილდ დაიჭრა. 21-ე ბატალიონში ის ერთადერთი დაღუპული იყო. მისი თანამებრძოლების თქმით, ზურას უკანასკნელი თხოვნა მის ოჯახზე ზრუნვა იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]