ვერგინა
ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ფილიპე II-ის აკლდამის ფასადი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°29′00″ ჩ. გ. 22°19′00″ ა. გ. / 40.48333° ჩ. გ. 22.31667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 780 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 780 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვერგინა (ბერძ. Βεργίνα) — პატარა ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის პერიფერიაში. 2011 წლის ადგილობრივი მმართველობის რეფორმის შედეგად, შედის ვეროიის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა 1977 წელს, როდესაც ბერძენმა არქეოლოგმა მანილოს ანდრონიკოსმა აქ აკლდამები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მაკედონიის მმართველებს ეკუთვნოდათ და როგორც დღეს მიიჩნევენ, მათ შორისაა ფილიპე II-ის, ალექსანდრე მაკედონელის მამის საფლავიც. პირველი ვარაუდი, რომ ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი უძველესი ქალაქი ეგის ნაშთები იყო, 1968 წელს ბრიტანელმა ისტორიკოსმა ნიკოლას ჰამონიდმა გამოთქვა, რაც ანდრონიკოსის აღმოჩენებმა დაადასტურა.
თანამედროვე ვერგინა ქალაქ თესალონიკიდან 80 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, პიერიის მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 120 მეტრზე. მისი მოსახლეობა დაახლოებით 2000 ადამიანია.
1996 წელს, ვერგინას არქეოლოგიური ზონა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Information at the official site of the Ministry of Culture.
- Information about the museum.
- http://www.macedonian-heritage.gr/Museums/Archaeological_and_Byzantine/Arx_Bas_Tafoi_Berginas.html დაარქივებული 2017-12-10 საიტზე Wayback Machine.
- http://www.kzu.ch/fach/as/aktuell/2000/04_vergina/verg_09.htm დაარქივებული 2003-11-11 საიტზე Wayback Machine.
- http://www.kzu.ch/fach/as/aktuell/2000/04_vergina/verg_04.htm დაარქივებული 2003-11-02 საიტზე Wayback Machine.
- http://users.forthnet.gr/the/vangel/grepap.pdf დაარქივებული 2005-12-26 საიტზე Wayback Machine.
|