ვასილკივის ბრძოლა
ვასილკივის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი | |||
პროფესიული ლიცეუმი ბრძოლების შემდეგ | |||
თარიღი | 26 თებერვალი, 2022 | ||
მდებარეობა | ვასილკივი, კიევის ოლქი, უკრაინა | ||
შედეგი | უკრაინის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ვასილკივის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ვასილკივის ბრძოლა — სამხედრო შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.[3]
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]26 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მედესანტეებმა დაიწყეს ქალაქ ვასილკივთან დაშვება. იგი კიევიდან სამხრეთით 40 კმ-ში მდებარეობს. მიზანს წარმოადგენდა ვასილკივის ავიაბაზის დაკავება. ქალაქში მძიმე ბრძოლები გაიმართა რუს მედესანტეებსა და უკრაინელ დამცველებს შორის.[4][5]
ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიხედვით, 01:30 საათზე უკრაინულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა ჩამოაგდო რუსული ილ-76, რომელშიც მედესანტეები იმყოფებოდნენ.[6][7] 03:20 საათზე მეორე ილ-76 ჩამოაგდეს ახლომდებარე ქალაქ ბილა-ცერქვასთან.[8][9][10]
ვასილკივის მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა, რომ შეტაკებების დროს 200-ზე მეტი უკრაინელი დაიჭრა.[11][12] მოგვიანებით მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსი მედესანტეების თავდასხმა ქალაქთან ახლოს მდებარე ავიაბაზაზე და ცენტრალურ ქუჩაზე, ქალაქში კი ვითარება დაწყნარდა.[13][14] „Wall Street Journal“ იტყობინებოდა, რომ უკრაინული ძალები დილით ქალაქში პატრულირებდნენ და რუს ჩამორჩენილ ჯარისკაცებს ეძებდნენ.[15][16]
შემდგომი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]27 თებერვალს, გამთენიისას, ვასილკივში მდებარე ნავთობის საცავს რუსული რაკეტა მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა.[17] 12 მარტს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა ავიაბაზა.[18]
2 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქიდან (სადაც მდებარეობს ვასილკივი) რუსული ნაწილების გასვლის შემდეგ მთელ ოლქზე კონტროლი აღადგინა ცენტრალურმა ხელისუფლებამ.[19]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Васильків – під контролем українських військових, бої закінчуються – влада“. www.radiosvoboda.org (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Васильків: бої тривають на центральній вулиці міста – міська голова“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Tsvetkova, Maria (2022-02-26). „Kyiv braces for assault as Russia, Ukraine signal possibility of talks“. Financial Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „Окупанти намагаються висадити десант у Василькові, йдуть бої“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „У Василькові збили винищувач та два гвинтокрили окупантів“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „Помста за Луганськ 2014: біля Василькова збили ІЛ-76 із ворожими десантниками“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „На Донбасі збили російський вертоліт і штурмовик“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ The Kyiv Independent [KyivIndependent]. (25 თებერვალი, 2022) ⚡️Second Russian Il-76 transporter downed. Ukraine’s air defense near Bila Tserkva killed the second aircraft that could carry over 100 paratroopers for landing to the south of Kyiv. Source: Ukraine’s State Agency for Special Communications. en. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022
- ↑ „US officials say 2 Russian transport planes shot down over Ukraine“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „Sorting fact, disinformation after Russian attack on Ukraine“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-26.
- ↑ „Mayor of town south of Kyiv speaks of heavy fighting in streets“. CNN (ინგლისური). 2022-02-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Vasylkiv: why this small Ukrainian town is now a big Russian target“. the Guardian (ინგლისური). 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
- ↑ „Live updates: ICRC asked to repatriate bodies of soldiers“. Associated Press. 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian attacks repulsed in cities, regions, leaders say“. NBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Trofimov, Yaroslav (2022-02-26). „Russia's Assault on Ukraine Presses Forward as Street Battles Rage in Kyiv“. WSJ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Fight for Vasylkiv ends with victory of Ukrainian Armed Forces - official“. AzerNews.az (ინგლისური). 2022-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia hits Kyiv Region's Vasylkiv with cruise or ballistic missiles“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-27.
- ↑ Reuters (2022-03-12). „Russian rockets destroy Ukrainian airbase in Kyiv region: Interfax quoting mayor“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 March 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
- ↑ „Ukraine ‘retakes whole Kyiv region’ as Russia looks east“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)