ვარშავის ბრძოლა — პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლა, რომლის დროსაც პოლონეთმა შეძლო შეეჩერებინა წითელი არმიის წინსვლა და ომის მსვლელობაში მოეხდინა გარდატეხა.
ბრძოლის დროს იუზეფ პილსუდსკის შენაერთებმა დაამარცხეს რუსეთის დასავლეთის ფრონტის შენაერთები, რომელთაც მიხეილ ტუხაჩევსკი მეთაურობდა და სტრატეგიული შეტევა დაიწყეს აღმოსავლეთის მიმართულებით. დასავლეთის ფრონტის არმიის გადარჩენილმა ნაწილებმა გაქცევით უშველეს თავს. 21 სექტემბრისთვის პოლონელებმა გაანადგურეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის დარჩენილი სამი არმიაც, რითიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტმა არსებობა შეწყვიტა. რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა ითხოვა.
1920 წლის 12 ოქტომბერს მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებამ პოლონეთს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა და 18 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები. ბრძოლა ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „სასწაული ვისლაზე“.