სერგეი კამენევი
| სერგეი კამენევი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 4 (16) აპრილი, 1881 |
| დაბადების ადგილი | კიევი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 25 აგვისტო, 1936[1] [2] (55 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[1] |
| ჯარის სახეობა | რუსეთის იმპერიის არმია |
| წოდება | პოლკოვნიკი და Komandarm 1st rank |
| ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი და Basmachi movement |
| ჯილდოები | წითელი დროშის ორდენი[1] , Order of St. Anna 2nd class with swords, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Saint Vladimir 4th class with swords and bow, წმინდა ანას ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty", რევოლუციის საპატიო იარაღი, Order of the Red Star და Q4087811? |
სერგეი სერგეის ძე კამენევი (რუს. Серге́й Серге́евич Ка́менев დ. 1881 — გ. 1936) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთ-იაპონიის ომის, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ მსოფლიო ომში, 1914 წლის სექტემბრიდან იყო პირველი დასავლეთის ფრონტის არმიის შტაბის კვარტერმეისტერის უფროსი ადიუტანტი, შემდეგ არმიის ოპერატიული განყოფილების უფროსი. 1917 წლის აპრილიდან პოლკოვნიკი, პოლტავის 30-ე პოლკის მეთაური. 1917 წლის ნოემბრიდან მე-15 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ემხრობა ბოლშევიკებს. 1918 წლის აპრილიდან წითელი არმიის შემადგენლობაშია. 1918 წლის ივლისიდან ვიტებსკის ქვეითი პოლკის მეთაური, 1918 წლის აგვისტოდან სმოლენსკის რაიონის სამხედრო ხელმძღვანელი, 1919 წლის აგვისტოდან აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი და წითელი არმიის მთავარსარდალი. 1920 წელს მონაწილეობდა ვარშავის ბრძოლაში. 1924 წლის აპრილიდან წითელი არმიის მთავარი სამხედრო ინსპექტორი, 1925 წლიდან შტაბის უფროსი, 1926 წლის აგვისტოდან მთავარი სამმართველოს უფროსი, ამავე დროს სამხედრო აკადემიის ტაქტიკის ციკლის უფროსი. 1927 წლიდან სსრკ-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე და სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. 1935 წლიდან ენიჭება პირველი რანგის კომანდარმის სამხედრო წოდება, მაშინ, როცა სამოქალაქო ომში მისდამი დაქვემდებარებულ ხუთ მხედართმთავარს (კ ვოროშილოვი, მიხეილ ტუხაჩევსკი, სემიონ ბუდიონი, ვ. ბლიუხერი, ალექსანდრ ეგოროვი) მიენიჭა უმაღლესი, მარშლის წოდება. გარდაიცვალა 1936 წელს გულის შეტევით. 1937-39 წლებში დიდი რეპრესიების დროს გამოცხადდა სამხედრო-ფაშისტური შეთქმულების მონაწილედ. მისი სახელი ამოშალეს სამოქალაქო ომის ოფიციალური ისტორიიდან, მისი სამხედრო ხასიათის შრომები კი დავიწყებას მიეცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Ганин А. В.. Каменев Сергей Сергеевич. Проект РВИО и ВГТРК «100 великих полководцев». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-24.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Каменев Сергей Сергеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- დაბადებული 16 აპრილი
- დაბადებული 1881
- კიევში დაბადებულები
- გარდაცვლილი 25 აგვისტო
- გარდაცვლილი 1936
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი სამხედრო მოღვაწეები
- დაკრძალულები ნეკროპოლში კრემლის კედელთან
- რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილეები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები