რიგის სამშვიდობო ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, რიგის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ

რიგის სამშვიდობო ხელშეკრულება (პოლ. Traktat ryski) გაფორმდა 1921 წლის 18 მარტს რიგაში, პოლონეთსა, საბჭოთა რუსეთს, და საბჭოთა უკრაინას შორის. ამ ხელშეკრულებამ დაასრულა პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელშიც პოლონეთმა გაიმარჯვა.

ხელშეკრულებით რუსეთმა დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები. დადგენილი პოლონეთ საბჭოთა საზღვარმა მეორე მსოფლიო ომამდე იარსება. საზღვრები შეიცვალა მოგვიანებით, იალტისა და პოსტდამის კონფერენციებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]