ვარშავის ბრძოლა (1920)
ვარშავის ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის ნაწილი | |||||||
![]() | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
![]() |
![]() | ||||||
მეთაურები | |||||||
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() | ||||||
ძალები | |||||||
113 000–123 000[1] | 104 000-140 000[1] | ||||||
დანაკარგები | |||||||
4 500 დაღუპული 22 000 დაჭრილი 10 000 დაკარგული[1] |
15 000-25 000 დაღუპული 65 000–66 000 ტყვე 30 000–35 000 ინტერნირებული[1] | ||||||
ვიკისაწყობი ![]() |
ვარშავის ბრძოლა — პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლა, რომლის დროსაც პოლონეთმა შეძლო შეეჩერებინა წითელი არმიის წინსვლა და ომის მსვლელობაში მოეხდინა გარდატეხა.
ბრძოლის დროს იუზეფ პილსუდსკის შენაერთებმა დაამარცხეს რუსეთის დასავლეთის ფრონტის შენაერთები, რომელთაც მიხეილ ტუხაჩევსკი მეთაურობდა და სტრატეგიული შეტევა დაიწყეს აღმოსავლეთის მიმართულებით. დასავლეთის ფრონტის არმიის გადარჩენილმა ნაწილებმა გაქცევით უშველეს თავს. 21 სექტემბრისთვის პოლონელებმა გაანადგურეს სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის დარჩენილი სამი არმიაც, რითიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტმა არსებობა შეწყვიტა. რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა ითხოვა.
1920 წლის 12 ოქტომბერს მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. ვარშავის ბრძოლაში გამარჯვებამ პოლონეთს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა და 18 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები. ბრძოლა ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „სასწაული ვისლაზე“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Приказы М. Н. Тухачевского обр. 1920 г.
- Мельтюхов М. И. Советско-польские войны. Военно-политическое противостояние 1918—1939 гг
- Варшавское сражение на фоне деятельности спецслужб
- Беседа с доктором Гжегожем Новиком о работе команды Яна Ковалевского დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine.
- Анимированная карта сражения (пол.) დაარქივებული 2014-09-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Szczepański, Janusz. Kontrowersje Wokół Bitwy Warszanskiej 1920 Roku (Controversies surrounding the Battle of Warsaw in 1920). Mówią Wieki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2008-05-12. (პოლონური)