ელნურ ჰუსეინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელნურ ჰუსეინოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1987 (1987-03-03) (37 წლის)
დაბ. ადგილი აშხაბადი, თურქმენეთი
წარმოშობა აზერბაიჯანელი
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, სოული
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2003 – დღემდე
საიტი elnurlive.com
ელნურ ჰუსეინოვი ვიკისაწყობში

ელნურ ჰუსეინოვი (აზერ. Elnur Hüseynov; დ. 1987 წლის 3 მარტს, აშხაბადი, თურქმენეთი) — აზერბაიჯანელი მომღერალი. ის იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი ევროვიზიის 2008 სიმღერის კონკურსზე, სადაც შეასრულა ,,Day After Day", სამირ ჯავადზადესთან ერთად დუეტში. 2015 წელს მან მოიგო The Voice of Turkey-ის მეოთხე სეზონი და წარადგინა აზერბაიჯანი მე-60 ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით ,,Hour of the Wolf".

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინოვი დაიბადა აშხაბადში, თურქმენეთში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მშობლების ოჯახში. მისი მამა იყო სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დედა მუსიკის თეორიის მასწავლებელი იყო. ხუთი წლის ასაკში ელნური ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ის სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. 1999 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში, აზერბაიჯანში, სადაც ელნური სწავლობდა სამედიცინო სკოლაში და აიღო სტომატოლოგის ხარისხი. 2004 წელს მან დაასრულა ასაფ ზეინალის მუსიკალური კოლეჯი და გაიარა ვარცხნილობის კურსები. იგი ცოტა ხნით მუშაობდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და უკრავდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის საზოგადოების გუნდის ჯგუფთან ერთად, გარდა იმისა, ის მღეროდა საეკლესიო გუნდში.[1] 2003 წელს მან მიიღო პირველი პრიზი მუსიკალურ კონკურსში Sing Your Song.

2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელნურ ჰუსეინოვი და სამირ ჯავადზადე შეირჩნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლებად 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. ეს იყო ქვეყნის სადებიუტო შესრულება ევროვიზიის სიმღერის კონკურსში. მათ იმღერეს ,,Day After Day" და ფინალში მერვე ადგილზე გავიდნენ. კონკურსის შემდეგ, დუეტი დაიშალა.

შემდგომი კარიერული ნაბიჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის დეკემბერში ელნურ ჰუსეინოვმა გამოაცხადა, რომ მიდიოდა უკრაინაში მისი შემდგომი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად.[2] 2010 წლის ივნისში ელნურ ჰუსეინოვმა ითამაშა მიუზიკლში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც დაიდგა ჰეიდარ ალიევის სასახლეში.[3] 2010 წლის ოქტომბერში მან შეიტანა განაცხადი აზერბაიჯანის წარმოდგენაზე 2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე,[4] მაგრამ ის არ აირჩიეს, თუმცა ჰქონდა კამეო დიანა ჰაჯიევა პერფორმანსში.[5]

ელნურ ჰუსეინოვმა მოგვიანებით გამართა პერფორმანსი აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში.[6]

თურქეთის ვოისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს ჰუსეინოვმა მონაწილეობა მიიღო თურქეთის ვოისის მეოთხე სეზონში. ბრმა აუდიენციის დროს მან იმღერა ბრიტანული დუეტის Disclosure სიმღერა ,,Latch". ოთხივე მენტორმა (მწვრთნელმა) სკამი შემოატრიალა. მენტორებისა და საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, მან ასევე შეასრულა დამატებითი სიმღერა. ჰუსეინოვმა აირჩია ებრუ გუნდესის გუნდი. ის იყო მთელი სეზონის განმავლობაში მთავარი ფავორიტი. 2015 წლის 18 თებერვალს, ელნურ ჰუსეინოვი გამოცხადდა თურქეთის ვოისის მე-4 სეზონის გამარჯვებულად,[7] ხოლო კაია ასლანტეპეს მეორე ადგილზე გავიდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელნურ ჰუსეინოვმა აზერბაიჯანი მეორედ წარადგინა 2015 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით ,,Hour of the Wolf".[8] სიმღერა დაწერა სანდრა ბიურმანმა, ნიკოლას რებშერმა, ნიკლას ლიფმა და ლინა ჰანსონმა. სიმღერა აირჩია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა VTV–მ. მისი პრემიერა შედგა 2015 წლის 15 მარტს. ჰუსეინოვმა ფინალში მე-12 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eurovision Song Contest - Belgrade 2008. Biography
  2. Azerbaijan's First Rep at Eurovision to Leave Country Forever?. Day.az. 18 December 2009
  3. "Notre Dame de Paris". BAKU-ART.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2021.
  4. Vüqar Vüqarlı. Some Thoughts on the Azerbaijani Selection Process for Eurosivion 2010. Day.az. 8 November 2010.
  5. Vüqar Vüqarlı. Eurovision 2011 National Selection: Seems Like It's All Clear. Day.az. 24 December 2010.
  6. В Филармонии состоится концерт Хоровой Капеллы. Trend.az. 4 March 2011.
  7. Elnur Hüseynov kimdir?. Milliyet. 19 February 2015.
  8. Omelyanchuk, Olena. Elnur Huseynov is the Azerbaijani representative in Vienna (15 March 2015). ციტირების თარიღი: 15 March 2015