დიანა ჰაჯიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიანა ჰაჯიევა

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Dihaj
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1989 (1989-06-13) (34 წლის)
დაბ. ადგილი მარიუპოლი, უკრაინა
ჟანრ(ებ)ი ინდ-პოპი
საქმიანობა საგუნდო დირიჟორი, კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკოსი
აქტიური 2006-დან დღემდე
საიტი www.dihaj.com
დიანა ჰაჯიევა ვიკისაწყობში

დიანა ჰაჯიევა (აზერ. Diana Hacıyeva; დ. 13 ივნისი 1989, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი, რომელიც აზერბაიჯანს წარმოადგენს „ევროვიზია 2017-ზე“ სიმღერით „Skeletons“. გამოდის სასცენო სახელით Dihaj, რომელიც ამავდროულად არის ამავე სახელწოდების ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ჯგუფის წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიანა ჰაჯიევა დაიბადა 1989 წლის 13 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[2] ბავშვობიდან დაკავებული იყო მუსიკით, სწავლობდა ფორტეპიანოზე და დაინტერესებული იყო ჯაზით. მუსიკალური ჯგუფ „ბერი ბახის“ წევრიც იყო.[3]

2006 წელს დაამთავრა ქალაქ ბაქოს №16 საჯარო სკოლა და ჩააბარა ბაქოს მუსიკალურ სკოლაში, სადაც მიიღო საგუნდო დირიჟორის განათლება. განათლების მიღების წლებში, დაკავებული იყო ჯაზით პროფესიულ დონეზე. დღეისთვის მუშაობს ბაქოს ჯაზის ცანტრში.[3]

2011 წელს, დიანას სადებიუტო კლიპი გამოვიდა, სახელად „Find Yourself“ (იპოვე შენი თავი).[3]

2014 წლის ბოლოსთვის, შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი Dihaj, რომლის ვიკალისტი დიანა ჰაჯიევა გახდა. მის გარდა, ჯგუფის წევრებია ალი ნასიბი და ანარ აბდულაევი (გიტარა). ჯგუფი ასრულებს ელექტრონულ მუსიკას.[4]

ევროვიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს, მიიღო მონაწილეობა „ევროვიზია 2011-ის“ აზერბაიჯანის შესარჩევ კონკურსში, სადაც წარმატებით გაირა საკვალიფიკაციო ტური და მოხვდა ნახევარფინალზე, სხვა 77 კონკურსანტთან ერთად. კონკურსის ბოლოს, ჰაჯიევას 7 ქულა დააკლდა და თავის ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, შედეგად ვერ გადავიდა ფინალში.[3]

2016 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა ეროვნული ჟიურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით „ევროვიზია 2017-ზე“ აზერბაიჯანს დიანა ჰაჯიევა წარადგენს.[5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს, ჰაჯიევა გაყვა ცოლად ალი ნაციროვს, რომელიც ჯგუფ „Radio & Video“ ყოფილი წევრი იყო, ხოლო ახლა დიანას ჯგუფის წევრია. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]