ევროპის XIII გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ევროპის XIII გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის გაიმართა 2001 წლის 5 - 16 ნოემბერს, ლეონში (ესპანეთი).
ამ ჩემპიონატში იბრძოდნენ გუნდები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ათეულში მოხვედრითაც კმაყოფილდებოდნენ. ბოლო ტურის წინ ლიდერობდნენ ჰოლანდიის და საფრანგეთის გუნდები - თითოეულს 21,5 ქულა ჰქონდა. ბოლო ტურში ჰოლანდიელებმა სამი ქულა აართვეს ებრაელებს, ფრანგები კი დამარცხდნენ გერმანელებთან. ბელორუსის ნაკრები - მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა. სუსტად გამოვიდნენ ქართველებიც, რომლებმაც ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს.
ტექნიკური შედეგები
- 1.
ნიდერლანდები - 24,5 ქულა
- 2.
საფრანგეთი - 23 ქულა
- 3.
გერმანია - 22 ქულა
- 4.
ინგლისი - 21,5 ქულა
- 5.
სლოვენია - 21,5 ქულა
- 6.
ისრაელი - 20,5 ქულა
- 7.
ესპანეთი - 20 ქულა
- 8.
საბერძნეთი - 20 ქულა
- 9.
ბულგარეთი - 19,5 ქულა
- 10.
ბელარუსი - 19,5 ქულა
- 19 ქულა
ესპანეთი-2, 11.
უკრაინა, 12.
ჩეხეთი, 13.
პოლონეთი, 14.
შვედეთი, 15.
შვეიცარია, 16.
საქართველო, 17.
იუგოსლავია,
- 18,5 ქულა
18. ფინეთი, 19.
სლოვაკეთი,
18 ქულა
20.
ისლანდია, 21.
ლატვია,
- 17,5 ქულა
22. აზერბაიჯანი, 23.
ხორვატია,
- 16,5 ქულა
24. ალბანეთი,
- 16 ქულა
25. ირლანდია, 26.
პორტუგალია,
- 15,5
27. იტალია,
- 15 ქულა
28. ჩრდილოეთი მაკედონია, 29.
ავსტრია, 30.
შოტლანდია,
- 13,5 ქულა
31. ლუქსემბურგი,
- 13 ქულა
32. კვიპროსი,
- 11,5 ქულა
33. თურქეთი,
- 11 ქულა
34. უელსი.
ჩემპიონის შემადგენლობა
ნიდერლანდები
ლუკ ვან ველი 3,5 (+2=3-3), იერონ პიკეტი 6,5 (+4=5-0), სერგეი ტივიაკოვი 7 (+5=4-0), ერიკ ვან დენ დოელი 3,5 (+3=1-1), ფრისო ნიიბოერი 4 (+3=2-0).
საუკეთესო პერფორმანსი
ჟოელ ლოტიე საფრანგეთი - 2871
დაფებზე საუკეთესონი
დაფა | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|---|
1 | მაიკლ ადამსი | ![]() |
6,5 | 9 | 72,2 |
2 | ჟოელ ლოტიე | ![]() |
7,5 | 9 | 83,3 |
3 | სერგეი ტივიაკოვი | ![]() |
7 | 9 | 77,8 |
4 | კლაუს ბიშოფი | ![]() |
6 | 8 | 75,0 |
სათ | ფრისო ნიიბოერი | ![]() |
4 | 5 | 80,0 |