შინაარსზე გადასვლა

გეორგ ებერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგ ებერსი
გერმ. Georg Ebers[1]
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1837(1837-03-01)[2] [3] [4] [5] [6] [1] [7]
დაბადების ადგილი ბერლინი[8] [1] [7]
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1898(1898-08-07)[2] [3] [4] [5] [6] [1] [7] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტუტცინგი[8] [1] [7]
დასაფლავებულია ნორდფრიდჰიფი[1]
საქმიანობა მწერალი[9] [1] [2] , ეგვიპტოლოგი[1] [2] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] და აღმოსავლეთმცოდნე[2]
ენა გერმანული ენა[1]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[1]
გერმანიის იმპერია[1]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[1] , იენის უნივერსიტეტი[10] , Allgemeine Deutsche Bildungsanstalt[1] და ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი[1]
Magnum opus An Egyptian Princess[1] [7] , Egypt: descriptive, historical, and picturesque[1] და Ebers Papyrus[7]
მეუღლე Antonie Ebers[1] [7]
შვილ(ებ)ი Hermann Ebers[7] და Marie Triepel[7]
ხელმოწერა

გეორგ მორის ებერსი (დ.1 მარტი, 1837, ბერლინი — გ. 7 აგვისტო, 1898, ბავარია) — გერმანელი მეცნიერ-ეგვიპტოლოგი და მწერალი, პაპიროლოგი. მან გახსნა 1873-1874 წწ. ქალაქ ლუქსორში ძველბერძნული სამედიცინო ძვ.წ.-მდე მე-XVI საუკუნის შუა პერიოდის პაპირუსი. ამჟამად ის ინახება ლაიფცინგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ებერსის პაპირუსი არის ძველი ეგვიპტის სამედიცინო უნიკალური წყარო.

სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ებერსის პაპირუსი

ეგერსი სწავლობდა გეტინგენის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტში სპეციალიზებულ აღმოსავლური ენებზე არქეოლოგიაზე. 1865 წელს, როდესაც იგი გახდა ეგვიპტოლოგიის სპეციალისტი. მან მიიღო იენსკის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება, ხოლო 1870 წელს მიიღო ეგვიპტოლოგიის პროფესორის წოდება ლაიფციგის უნივერსიტეტში. ებერსმა მოაწყო ორი სამეცნიერო ექსპედიცია ეგვიპტეში. პირველის შედეგი იყო გამოკვლევა "ძველი ეგვიპტე და მოისეევების წიგნი (1867-1868 ), მეორეს შედეგი გახსნა და გამოკვლევა სამედიცინო "ებერსის პაპირუსი". ებერსის პაპირუსი იყო პირველი აღმოჩენილი ძველბერძნული დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა იმ დროის სამედიცინო ცნობას. პაპირუსი წარმოადგენს ხვეულს, 20 მეტრის სიგრძის და ტექსტის 108 სვეტს. იგი დათარიღებულია ამენემჰეტ I-ის მმართველობის დროს (ძვ.წ. 1536 წ.) ებერსის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი გახდა, ძველი ეგვიპტის ისტორია, სადაც იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეგვიპტოლოგიის სამეცნიერო მონაცემები ამტკიცებენ ბიბლიის არსებობას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით 1889 წელს ებერსმა დატოვა სამეცნიერო ნაშრომი. იგი დასახელდა თავის საზაფხულო სახლში ტუტცინგში, შტანბერგის ტბის ნაპირას, სადაც დაიღუპა. ტუტლინგენში ებერსთან მოდიოდნენ მისი მეგობრები - ლიტერატურის და ხელოვნების მოღვაწეები. ასევე მხატვარი ლოურენს ალმა-ტადემა.

ლიტერატურული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებერსს ეკუთვნის ძველი ეგვიპტის ისტორიის პოპულარიზაცია. მისი ყოფა, კულტურა და ხელოვნება, ისტორიული რომანების შექმნის გზით. იგი აღმოჩნდა ნიჭიერი ლიტერატორი. მისი პირველი რომანის "ფარაონის ქალიშვილმა" (1864) გამოიწვია გაოცება და უნდობლობა სამეცნიერო წრეებში. მას მოჰყვა "უარდა" (1877),იყო აღტაცებით მიღებული როგორც ფართო პუბლიკის ასევე მეცნიერების მიერ, რომლებმაც აღიარეს სრული შესაბამისობა საყოფაცხოვრებო და ისტორიული დეტალების. მისი მხატვრული ნაწარმოებების გამორჩეული თავისებურებაა აღმატებული და მეცნიერებაზე დაფუძნებული რეკონსტრუქცია ეპოქის აღწერის. ყოველი დეტალი, ყოველი ფაქტი იყო ყოველმხრივ გაანალიზებული. ყოველი რომანის ჩანაფიქრს წინ უძღვოდა სამეცნიერო კვლევითი ნაშრომი. ებერსმა დაწერა 12 რომანი ძველი ეგვიპტის ისტორიის სხვადასხვა პერიოდიდან. ეს ციკლი შეიცავს რამსეს II-ის მეფობიდან - ძვ.წ. XIV საუკუნიდან - ეგვიპტეში არაბების გამეფებამდე, ქრისტესშობიდან VII საუკუნის შუა პერიოდში. მა ეკუთვნის რამდენიმე რომანი XVI საუკუნის ევროპულ ისტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Meyer E. Biographisches Jahrbuch und Deutscher Nekrolog / Hrsg.: A. BettelheimB. — ტ. 3. — S. 86–99.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118681559 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Professorenkatalog der Universität Leipzig — 2006.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 Deutsche BiographieMünchen BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001.
  8. 8.0 8.1 Эберс Георг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.