განხილვა:მამა გაბრიელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



en:Gabriel (archimandrite) - ასევე უნდა იყოს ქართულ ვიკიპედიაშიც.--ცანგალა () 22:17, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

1969 cels ki ar dacva leninis surati,aramed 1961 clis pirvel maiss!

წყარო არის მისათითებელი, ხოლო სტატიაში 1965 წლით შეცვალე. რატომ?— ცანგალა () 09:58, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სათაური მისახედია. გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ხომ არ უნდა ერქვას ამ სტატიას? --JABA 1977 13:19, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაშინ სტატიას უნდა ერქვას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (როგორც ოფიციალურად ეწოდა) და გადამისამართებები უნდა გავაკეთოთ ყველა შესაძლო ვარიანტიდან... — GIO→13 13:41, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ციტატებთან მიმართებში მაქვს შენიშვნა, ალბათ აჯობებს ამოვიღოთ ციტატები და შესაბამის ადგილას გადავიტანოთ (თუკი რაიმე არის გადასატანი). ნებისმიერ შემთხვევაში სტატიაში ვიკიციტატის ბმულიც რჩება. - ოთოჯი განხილვა 08:13, 21 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, იმდენია, რომ პირდაპირ ვიკიციტატაში უნდა გადავიტანოთ, ამას ალბათ, განხილვაც არ უნდა. თუმცა იქაც უკვე რაღაც არის, ამიტომ უნდა შევადაროთ და შესაბამისად, მხოლოდ ის გადავიტანოთ, რაც არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:32, 21 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატია ვერ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს[წყაროს რედაქტირება]

...სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. - რამდენად ენციკლოპედიური გამონათქვამია უფლის სადიდებლად? ხომ არ ჯობია, იყოს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ ეკლესია ააგო?

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. - თუ ეს სისხლი შემოწმდა, კვლევითი დოკუმენტაცია უნდა იყოს წყაროში, ან ავთენტური მიუკერძოებელი წყარო.

მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია. - ეს საერთოდ, უკომენტაროდ

საეკლესიო წყაროებიდან წმინდანებზე სტატიების პირდაპირ ამოკოპირება არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და orthodoxy.ge არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო წყაროდ ისეთი წინადადებისთვის, სადაც წერია სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, ან დღემდე უხრწნელია და ა.შ. თუ აუცილებელია, რომ ეს წინადადებები იყოს ტექსტში, მაშინ თვითონ სტატიის ენა უნდა იყოს ენციკლოპედიური. შეიძლება დაწერო, რომ მორწმუნეთა აზრით, მამა გაბრიელის საფლავზე აღებული... და ა.შ. თვითონ სათაური, მამა გაბრიელი ასევე არაენციკლოპედიურად მიმაჩნია, რადგან მამა არ არის არც ოფიციალურად მიღებული წოდებამ, არც საყოველთაოდ მიღებული რელიგიური ტერმინი, როგორიცაა მაგალითად წმინდა, ეს არის კონკრეტულ რელიგიურ დენომინაციებში გავრცელებული მიმართვის ფორმა. ჩვენ რომ ვწერდეთ სტატიას ვინმე ეპისკოპოსზე, რომელსაც, მაგალითისთვის, ჰქვია ავგუსტინე, სტატიის სათაურშიც და ტექსტშიც მოხსენიებული უნდა იყოს არა როგორც მეუფე ავგუსტინე, არამედ როგორც ეპისკოპოსი ავგუსტინე. მისაღები იქნებოდა სათაურები გაბრიელ ურგებაძე, ბერი გაბრიელი, წმინდა გაბრიელ ურგებაძე და ა.შ., მაგრამ არა მამა. ვიკიპედიის მკითხველი არ უნდა იყოს ვალდებული, აღნიშნული პიროვნება ისევე მოიხსენიოს, როგორც ეს მორწმუნეს ევალება. მსგავსი მდგომარეობაა, სულ მცირე, სტატიებში ნეტარი მატრონა, სერაფიმ საროველი და წმინდა გიორგი. ჩემი აზრით, ეს არის მიუღებელი ზოგადად, ვიკიპედიისთვის და ეს საკითხი სასწრაფოდ საჭიროებს ყურადღებას და რეაგირებას. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 17:07, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

სწორი შენიშვნებია. სრულიად ვიზიარებ. -- ნიკა 17:10, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
დიახ, საერთოდ ამ თემაზე ბევრი გვაქვს არაენციკლოპედიური და წყაროებიდან პირდაპირ, სტანდარტების შეუაბამოდ გადმოტანილი სტატიები. გიო ოქრო 17:11, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
40 ქალწული და ამონა დიაკონი და ლიტერატურაში მითითებული წიგნიდან შემოტანილი კიდევ აურაცხელი სტატიები. ავტორიც საინტერესოა... გიო ოქრო 17:13, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით ეს სტატიები ცუდად მოქმედებს ქართული ვიკიპედიის იმიჯზე და უბრალოდ უნდა წაიშალოს, სანამ ვინმე არ გამოჩნდება, ვინც მზადაა ამ თემებზე მიუკერძოებელი სტატიები გააკეთოს, თუმცა არ ვიცი სტატიის წაშლის პრეროგატივა ვის აქვს. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 17:19, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: 40 ქალწული და ამონა დიაკონი ან ამ სტატიას რას ერჩი ან მის ავტორთან რა პრეტენზიები გაქვს? არ მოგწონს? გაასწორე. დაგიშალა ვინმემ? იქნებ მიხვდე, რომ სხვისი შრომის დაკნინებას უნდა გადაეჩვიო? --ჯაბა 1977 17:35, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

წიგნის ავტორზე მაქვს საუბარი ჯაბა! თუ შენ ხარ ავტორი, შემოტანისას ვინ დაგიშალა რომ გაგესწორებინა? გიო ოქრო 17:37, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
რას ვერჩი? „სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა“ — აი ამას ვერჩი და კიდევ სხვა მრავალს. გიო ოქრო 17:38, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

წიგნს ავტორი არ ჰყავს. ეს რთული გასაგებია? როცა ეგ სტატია დაიწერა მაგ დროს შენ წარმოიდგინე ლიტერატურის მითითებაც არ გვევალებოდა. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. გზა ხსნილი გაქვს, შეასწორე, არავინ დაგიშლის.--ჯაბა 1977 17:40, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

თუკი წიგნი ხელთ არ მაქვს საიდან გამეგო? უცნაურია. გიო ოქრო 17:55, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: ამ სტატიების შესწორება არც ისე იოლი საქმეა. აქ ერთსა და ორი წინადადებაზე არაა საუბარი. წყაროებიც არც ისე მარტივი მოსაძებნია. სხვა ენებიდანაც ვერ თარგმნი, იმიტო რო ქართული რეალობაა. თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, რომ სერიოზულად მუშაობა შეეძლოს, ის ახლიდანაც გააკეთებს ამ სტატიებს. მანამდე, მე ვფიქრობ ჯობია წაიშალოს. ამ ხარისხის სტატიების ყოფნა უფრო აზარალებს ვიკიპედიას, ვიდრე არყოფნა. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:40, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

სრულიად არ გეთანხმებით წაშლასთან დაკავშირებით. --ჯაბა 1977 18:41, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ნება თქვენია. ჩემი აზრით, ეს სტატიები სამარცხვინოა. ვებგვერდიდან ტექსტის ამოკოპირებაში კიდევ მე ისეთ ვერავითარ შრომას და წვლილს ვერ ვხედავ, რომ მაგის ხათრით შევინარჩუნოთ ასეთი კონტენტი. დანარჩენი თქვენ იცით. მადლობა ყურადღებისთვის. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:45, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
წაშლა ყველაზე რადიკალური ნაბიჯია (ალბათ ბევრი დამეთანხმება ამაში), ამ მომენტისთვის შეიძლება ისე გადაკეთდეს ეს სტატია, რომ ნეიტრალური სახე მიეცეს. --Mehman 97 18:46, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბუნებრივია მეჰმან. რა წაშლა? რის წაშლა? :) ერთსიტყვიანი სტატიები გვიქცევია სტატიებად და წაშლას გადაგვირჩენია. გარდა ამისა 2 000 ერთსიტყვიანი სტატიაა ამჟამად ვიკიში და სჯობს იმას მივხედოთ. წაშლა გამოსავალი არაა! --ჯაბა 1977 18:52, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა ამ სტატიის გადაკეთება ობიექტურობის ადეკვატური ხარისხის მისაღებად, მისი დიდი ნაწილის უბრალოდ წაშლა მოგვიწევს. გარდა ამისა, პრობლემად დარჩება მიკერძოებული და მცირე რაოდენობის წყაროები. რამდენადაც ტექსტის დიდი ნაწილი უბრალოდ დაკოპირებულია (ანუ სტატია არაა შედგენილი, არის ამოკოპირებული არაენციკლოპედიური წყაროდან), გამოდის რო ჩვენ იმ წყაროს ტექსტი უნდა დავარედაქტიროთ, რისი ვალდებულიც არავინ არაა. ეს არის ფუჭი შრომა, რომელიც პრობლემას არ გადაჭრის, იმიტო რო სხვა ბევრი სტატიაცაა ასეთი. თანაც სტატიები ეხება სენსიტიურ საკითხს, სადაც ობიექტურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. კიდევ ვიმეორებ ჩემს აზრს, რომ ეს სტატიები აბინძურებს ვიკიპედიას და ცუდად მოქმედებს როგორც ხარისხზე, ისე სანდოობაზე და ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ მათ არსებობაში. - Anry.kiknavelidze განხილვაწვლილი 18:59, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიას გააჩნია თავისი პოლიტიკა, სადაც ერთ-ერთი წესი ქადაგებს შემდეგს „ვიკიპედია არ იძლევა მასში მოცემული ინფორმაციის ჭეშმარიტების გარანტიას“, შესაბამისად, მკითხველმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ენდოს თუ არა ამ სტატიას, მისი წყაროებიდან გამომდინარე. სხვა მხრივ, ეს პიროვნება არსებობდა და შესაბამისად მასზე ინფორმაცია უნდა იყოს ვიკიპედიაში, ხოლო სტატიის შინაარსი შეიძლება დასამუშავებელი იყოს. თუმცა, წაშლა არ შეიძლება. --Mehman 97 19:06, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

თქვენი დაწერილიდან კარგად ჩანს რომ ვიკიპედიის არსს ჯერ კარგად არ იცნობთ. ვიკიპედიაში არავინ არავის არ ავალდებულებს. არ გაქვს სურვილი არ გააკეთებ. მოკლედ ამ საკითხზე ვერ დაგეთანხმები. ვისთვის ეს სტატიები „დაბინძურებაა“ ვისთვის მნიშვნელოვანია. სხვა საკითხია დამუშავება, რის წინააღმდეგიც აქ არავინ მოიძებნება. წაშლა გამორიცხულია. --ჯაბა 1977 19:08, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

კარგით, მე შევავლებ ხელს.--Surprizi განხილვაწვლილი 19:18, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Anry.kiknavelidze: როგორც ამბობდი შენთვის მიუღებელია სახელები ნეტარი მატრონა, სერაფიმ საროველი, მამა გაბრიელი და ა.შ. მაგრამ სახელების და გვარების ზოგიერთ სტატიაზე არ მითითება (სათაურში) ვიკიპედიის ნაწილია, ვისაც არ სწამს შეუძლია არ წაიკითხოს, ვიკი სრულიად ნეიტრალურია, ბევრი სტაატია ასეთი, არა მარტო ქრისტიანულ რელიგიაზე. სხვა ვიკიპედიებში გვხვდება ასეთი შემთხვევები, მაგალითად ინგლისურ ვიკიპედიაში არის სტატიები:Seraphim of Sarov აგრეთვე აზერბაიჯანულშიც Matrona Moskovski, რუსულშიც Матрона Московская, ასე რომ ხალხისათვის ცნობილი სახელით ან და გვარის ადგილმდებარებოით (წარმოშობა) სტატიის შექმნა სრულიად ნორმალურია, რელიგიური შეხედულებების გამო ასეთი შემოტევა სხვა რელიგიაზე მიუღებელია, რაც არაენციკლოპედიურობას შეეხება, დამუშავდება. პატივისცემით--ჯეო განხილვაწვლილი 11:44, 20 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაური[წყაროს რედაქტირება]

შემოვდივარ წინადადებით, სტატიას მამა გაბრიელი გადაერქვას სახელი და დაერქვას მაგალიტად გაბრიელი (ურგებაძე), ისე როგორც ეს შავი სასულიერო პირებისთვისაა გათვალისწინებული. ანუ ამ პიროვნებაზე ქსე-ში თუ ქე-ში სტატია რო დაწერილიყო იქ ვერ ვნახავდით სტატიას „მამა გაბრიელი“ არამედ — გაბრიელი (ურგებაძე). მამა გაბრიელი ზოგადია და ის ბევრს შეიძლება რომ ერქვას ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ის წმინდანია ენციკლოპედიისთვის ის არის უბრალოდ რიგითი ქრისტიანობის სასულიერო პირი.--Surprizi განხილვაწვლილი 20:13, 18 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]