ვიკიპედია:პასუხისმგებლობის უარყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედია არ იძლევა მასში მოცემული ინფორმაციის ჭეშმარიტების გარანტიას.

ვიკიპედია, ინტერნეტ-ენციკლოპედია თავისუფალი შიგთავსით, არის მოხალისე პიროვნებათა და ჯგუფთა საზოგადოება, რომლებიც ქმნიან კაცობრიობის ცოდნის საერთო საცავს. მისი სტრუქტურიდან გამომდინარე ვიკიპედიის რედაქტირება ინტერნეტისა და ბრაუზერის მქონე ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოყვანილი ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს გადამოწმებული პროფესიონალთა მიერ.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვიკიპედიაში არ არის ზუსტი და საჭირო ინფორმაცია, თუმცა თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვიკიპედია არ იძლევა მასში მოცემული ინფორმაციის ჭეშმარიტების გარანტიას. არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია იყო შეცვლილი, გაფუჭებული ან დაწერილი იმ პიროვნების მიერ, რომლის მოსაზრება განსხვავდება ზოგადად მიღებული მოსაზრებისგან.

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მაქსიმალურად სწორი და გამართული სტატიების შემოწმებისა და გამორჩევის გზებს. ჩვენი უდიდესი მიღწევაა რჩეული სტატიები, თუმცა ისინიც კი შესაძლოა გააფუჭეს რამდენიმე წამის წინ სანამ თქვენ წაიკითხავდით.

არც-ერთი ავტორი, მომხმარებელი, სპონსორი, ადმინისტრატორი, ოპერატორი ან ვიკიპედიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირი არ არის პასუხისმგებელი ვიკიპედიის გვერდებზე დაუზუსტებელი ან არასწორი ინფორმაციის გამოჩენის შემხთვევაში. გარდა ამისა ავტორი, მომხმარებელი, სპონსორი, ადმინისტრატორი, ოპერატორი ან ვიკიპედიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირი არ აგებს პასუხს იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ ვიკიპედიის მასალებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც აქ იხილავთ, განთავსებულია თავისუფლად, როგორც კეთილი სურვილის გამოვლენა. ინფორმაციის მიმწოდებლებსა და ვიკიპედიის მფლობელებს, ადმინისტრატორებს, ოპერატორებს ან ვიკიპედიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პიროვნებებსა და მკითხველებს შორის არ არის გაფორმებული არანაირი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ვიკიპედიის შიგთავსი ვერ გახდება იურიდიული პრეტენზიების საკითხი. თქვენ გაქვთ ვიკიპედიის კოპირების უფლება, თუმცა არც ეს გულისხმობს რაიმე იურიდიულ პასუხისმგებლობას - თქვენ იყენებთ ინფორმაციას საკუთარი სურვილით.

ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი, მარკები, ორგანიზაციების, ნივთების სახელები, დიზაინი და ვიკიპედიაში გამოყენებეულ სხვა არათავისუფალი ინფორმაციაზე საავტორო უფლებებს ფლობენ მათი კანონიერი მფლობელები. ვიკიპედიის შინაარსი ვრცელდება CC-BY-SA ლიცენზიით, და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება მხოლოდ ამ ლიცენზიის პირობების თანახმად. გახსოვდეთ, რომ თქვენ აგებთ პასუხს გამოყენებულ მასალაზე.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ ზოგი ვიკიპედია განლაგებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში (ფლორიდა) და ემორჩილება ამერიკის კანონმდებლობას. თქვენი ქვეყნის კანონებმა შესაძლოა არ განსაზღვრონ სიტყვის თავისუფლება ისე ფართოდ, როგორც ამერიკის კანონმდებლობამ და გაეროს ადამიანთა უნივერსალურმა დეკლარაციამ.

თუ თქვენ გჭირდებათ სპეციალისტის რჩევა (მაგალითად მედიცინის, იურისპრუდენციის, ფინანსების სფეროებში) მიმართეთ ამ სფეროებში პროფესიონალებს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შეასწორონ შეცდომები, ისინი არ არიან ვალდებულნი გააკეთონ ეს.

ვიკიპედია არ აგებს პასუხს მის მიერ დაშვებულ ნებისმიერ დანაშაულზე, რადგანაც არის დამოუკიდებელი თავისუფალი საზოგადოება, შექმნილი საგანმანათლებლო, კულტურული და ინფორმაციული რესურსის შესაქმნელად. ინფორმაცია ვიკიპედიაში ვრცელდება CC-BY-SA ლიცენზიით.

გმადლობთ, რომ დახარჯეთ დრო ამ გვერდის წასაკითხად. ვიმედოვნებთ, რომ ვიკიპედია დაგიტოვებთ მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებებს.