შინაარსზე გადასვლა

ბროვარის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბროვარის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი
2022_Russian_invasion_of_Ukraine.svg
თარიღი 9 მარტი – 1 აპრილი, 2022 (3 კვირა და 2 დღე)
მდებარეობა ბროვარი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი

უკრაინის გამარჯვება

  • რუსებმა ბროვარის მიმართულებიდან უკან დაიხიეს
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
რუსეთის დროშა ანდრია ზახაროვი   უკრაინის დროშა იჰორ საპოჟკო
ძალები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული გვარდია

დანაკარგები
უცნობია უცნობია
ბროვარის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბროვარის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. წარმოადგენს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები, რომლებიც ჩერნიჰივის ოლქის სამხრეთ ნაწილიდან დასავლეთით მიიწევდნენ, ქალაქ ბროვარისთან, კიევის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანთან, უკრაინულ ძალებთან ჩაებნენ ბრძოლებში.

2022 წლის 9 მარტის საღამოს, რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა ჩრდილოეთიდან გზატკეცილ M01-ით გავლით ბროვარისკენ დაწინაურდა.[2][3][4] 90-ე საგვარდიო სატანკო დივიზიის მე-6 და 239-ე სატანკო პოლკებისგან შემდგარი კოლონა გადაადგილდებოდა ძალიან ნელა და აერთიანებდა ბევრ ძლიერ მოძველებულ საბრძოლო მანქანას, როგორიცაა მაგალითად ტანკი ტ-72, რომელიც ამ ბრძოლის ანალიტიკოსების მხრიდან თანამედროვე ომებისათვის არასათანადო საშუალებად შეფასდა.[5] ამას გარდა, კოლონას ხელმძღვანელობდა თვითმავალი არტილერია, როგორიცაა ტოს-1; იგი განსაკუთრებით დაუცველ სამიზნეს წარმოადგენს.[4]

ბროვარის მახლობლად მდებარე სოფელში[4] უკრაინულმა ძალებმა ჩასაფრების მოწყობის შესაძლებლობა გამოიყენეს და შეუტიეს. არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებით მათ მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.[5] უკრაინელი ჯარისკაცის ცნობით, ჩასაფრებულებმა თავდაპირველად კოლონის პირველი და ბოლო მანქანები ამოიღეს მიზანში, რათა დანარჩენები შუაში მოემწყვდიათ. ამ მხრივ შეტევა მთლად წარმატებული არ გამოდგა, რადგან უკრაინელებმა ვერ შეძლეს რუსებს უკანდასახევი მარშრუტის გაწყვეტა.[4] რუსულმა კოლონამ დიდი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია.[6][7] უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, შეტაკების დროს დაიღუპა მე-6 სატანკო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრია ზახაროვი.[8] ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი ფეხით გაიქცა ახლომდებარე ტყეებისა და სოფლების მიმართულებით.[5]

90-ე საგვარდიო სატანკო დივიზიის უკან დახევის მიუხედავად, ჩასაფრების ადგილის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებში მძიმე ბრძოლები დაიწყო.[4] იქ შეტაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა.[4] ჩასაფრებიდან გადარჩენილმა რუსებმა ადგლობრივი დამცველების დახმარების ბრალდებით სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტეს.[5]

12 მარტს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათმა ჯარებმა ბროვარიში განთავსებული უკრაინის სამხედრო კომუნიკაციებისა და დაზვერვის მთავარი ცენტრი გაანადგურეს.[9] ქალაქის მერის თქმით, ისინი მზად იყვნენ მტრის დასახვედრად.[10]

29 მარტს რუსულმა ძალებმა ბროვარის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვები დაიწყეს. დაიწვა საწყობი, ახლომდებარე სოფლები კი ძლიერ დაზარალდნენ.[11]

30 მარტს ბროვარის მერმა იჰორ საპოჟკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა შეძლეს მოწინააღმდეგის განდევნა და სოფლების პლოსკეს, სვეტილნისა და ჰრებელკის დაბრუნება, შეტაკებები გრძელდებოდა ნოვა-ბასანში.[12]

1 აპრილს უკრაინულმა მხარემ სოფლების რუდნიის, შევჩენკოვეს, ბობრიკის, სტარა-ბასანის, ნოვა-ბასანის, მაკიივკის, პოჰრების, ბაჟანივკის, ვოლოდიმირივკის, შნიაკივკის, სალნეს, სოფიივკისა და ჰავრილივკის დაბრუნების შესახებ განაცხადა.[13] საპოჟკოს მტკიცებით, რუსულმა ნაწილებმა „თითქმის მთლიანად დატოვეს“ ბროვარის რაიონის ტერიტორია.[14]

2 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი კიევის ოლქი, სადაც შედის ბროვარიც, რუსული ნაწილებისგან თავისუფალი იყო.[15]

  1. 1.0 1.1 1.2 „Ukrainian military defeat tank regiment of Russian troops, eliminate commander Zakharov in Brovarsky district - Defense Intelligence“. Interfax Kyiv (ინგლისური). 10 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  2. „Під Броварами розбили колону окупантів, шукають втікачів“ (უკრაინული). 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  3. „Battle for Kyiv begins: Ukraine repels Russian tanks on edge of capital“ (ინგლისური). 2022-03-10. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 „How a Line of Russian Tanks Became an Inviting Target for Ukrainians“. 11 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 „How Kyiv's outgunned defenders have kept Russian forces from capturing the capital“. 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Dramatic video shows ‘Russian tanks destroyed’ in ambush near Kyiv“ (ინგლისური). 2022-03-10. ციტირების თარიღი: 2022-03-12.
  7. „Ukrainian Forces Destroy Russian Tank Convoy Near Kyiv“. RFE/RL (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-13. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  8. „Drone footage shows ambush on Russian tanks resulting in death of the commander“ (ინგლისური). 2022-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-12.
  9. „Russia disables Ukraine military's main radio intelligence facility“. Business Standard India. IANS. 2022-03-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-13. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  10. Mohan, Geeta; Sawant, Gaurav C. (12 მარტი, 2022). „Russians will not take anything from here, says Mayor of Brovary city“. India Today (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-13. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  11. „Aftermath of Brovary bombing“. Euronews (ინგლისური). 2022-03-30. ციტირების თარიღი: 2022-04-02.
  12. „Brovary direction: Ukrainian army liberated Ploske, Svetilne and Hrebelky villages. Battle for Nova Basan ongoing Brovary - Ukraine Interactive map - Ukraine Latest news on live map - liveuamap.com“. Ukraine Interactive map - Ukraine Latest news on live map - liveuamap.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. „Ukraine regains control of over 20 settlements“ (ინგლისური). Ukrinform. ციტირების თარიღი: 2022-04-01.
  14. „Окупанти пішли з Броварського району під Києвом – мер Броварів“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-04-02.
  15. „Ukraine ‘retakes whole Kyiv region’ as Russia looks east“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)