შინაარსზე გადასვლა

ბგერის სიჩქარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბგერის სიჩქარის გავრცელება სხვადასხვა გარემოში
0 °C, 101325 პა მ/წმ კმ/სთ
აირები
აზოტი 333 1202.4
ამიაკი 415 1494.0
აცეტილენი 327 1177.2
წყალბადი 1284 4622.4
ჰაერი 331 1191.6
ჰელიუმი 965 3474.0
ჟანგბადი 316 1137.6
მეთანი 430 1548.0
ნახშირჟანგი 338 1216.8
ნეონი 435 1566.0
ნახშირორჟანგი 259 932.4
ქლორი 206 741.6
სთხეები
წყალი 1403 5050.8
ვერცხლისწყალი 1383 4978.0
მყარი სხეულები
ბერილიუმი 12600 45360.0
ალმასი 12000 43200.0
რკინა 5950 21420.0
ოქრო 3240 11664.0
ლითიუმი 6000 21600.0
მინა 4800 17280.0

ბგერის სიჩქარებგერითი ტალღების გავრცელების სიჩქარე რომელიმე დრეკად გარემოში.

ბგერის მშრალ ჰაერში გავრცელების სიჩქარის () ტემპერატურაზე () დამოკიდებულების გრაფიკი.

ბგერის სიჩქარე განისაზღვრება გარემოს მოცულობითი კუმშვადობით და სიმკვრივით:

როცა შესაკუმში აირის ნაწილაკებს შორის სითბოს გაცვლას ადგილი არა აქვს, ამ აირის კუმშვადობა (ე. წ. ადიაბატური კუმშვადობა) გამოისახება ფორმულით:

,

სადაც არის ატმოსფერული წნევა, აირის თბოტევადობების ფარდობა მუდმივი წნევისა და მოცულობის დროს). ბგერის სიჩქარის პირველი გამოთვლა მოგვცა პ. ლაპლასმა XIX საუკუნის დასაწყისში. ბგერის სიჩქარე აირისთვის დამოკიდებულია ტემპერატურაზე:

,

სადაც არის ბგერის სიჩქარე 0°C-ზე, T — აბსოლუტური ტემპერატურა.

ზღვაში ბგერის სიჩქარე იცვლება ტემპერატურის, სიღრმისა და მარილიანობის შესაბამისად. მტკნარ წყალში ბგერის სიჩქარე მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 74°C-ზე (1557 მ/წმ), ხოლო შემდეგ გახურებისას ხელახლა მცირდება. სითხეთა უმრავლესობაში (გარდა წყლისა) ბგერის სიჩქარე ტემპერატურის გადიდებით მცირდება.

დრეკად მყარ სხეულში წნევის სიგრძივი ტალღების გარდა შეიძლება გავრცელდეს განივი და ზედაპირული ბგერითი ტალღებიც, რომელთა გავრცელების სიჩქარე საგრძნობლად განსხვავდება სიგრძივი ტალღების გავრცელების სიჩქარისაგან. ანიზოტროპულ სხეულებში ტალღების გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა.