ბალის დვარიონასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალის დვარიონასი (ლიტვ Balys Dvarionas; 6 ივნისი 1904, ლიბავა, ლატვია23 აგვისტო, 1972, ვილნიუსი) — ლიტველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, მუსიკის მასწავლებელი, სსრკ სახალხო არტისტი (1954).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ორღანისტ დომინიკას დვარიანოსის მრავალშვილიან (11 შვილიდან 7 მუსიკოსი გახდა) ოჯახში. მუსიკის პირველი მასწავლებელი მამამისი იყო, შემდგომ ლატვიელი კომპოზიტორი ალფრედ კალნიშნა ამეცადინებდა.

1924 წელს ლაიპციგის კონსერვატორიაში დაამთავრა რობერტ ტაიხმიულერის ფორტეპიანოს კლასი; 1939 წელს დირიჟორის კლასი (ექსტერნად). 1925-1926 წლებში ვირტუოზ პიანისტ ეგონ პეტრისთან იხვეწებოდა ბერლინში. 1926 წლიდან ფორტეპიანოს პედაგოგი კაუნასის მუსიკალურ სასწავლებელში. 1933 წლიდან კაუნასის კონსერვატორიაში. 1935—1938 წწ კაუნასში ლიტვის რადიოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.

1940 წელს ვილნიუსში სიმფონიური ორკესტრი ჩამოაყალიბა. 1949 წლიდან ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1940—1941 და1958—1961 წლებში ლიტვის ფილარმონიისა და ყველა რესპუბლიკური სასიმღერო ზეიმების დირიჟორი.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა (1964) და სხვა ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია პალანგაში.

ვილნიუსში რეგულარულად ტარდება ბალის დვარიონასის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა და მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსი. არსებობს მისივე სახელობის მუსიკალური ათწლედი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები:

ნაწარმოებთა დიდი ნაწილი რომანტიკული სტილისაა და ხალხური მუსიკიდან აღებულ ციტატებზეა დამყარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Юозас Гаудримас. Балис Дварионас. Москва, 1960.
  • Juozas Gaudrimas. Balys Dvarionas. Vilnius, 1960
  • Balys Dvarionas. Kūrybos apžvalga, straipsniai ir laiškai, amžininkų atsiminimai. Parengė Juozas Gaudrimas. Vilnius: Vaga, 1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]