იონას შვიადასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იონას შვიადასი (ლიეტ. Jonas Švedas; დ. 9 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 26 სექტემბერი], 1908, ლიბავა, ამჟ. ლიეპაია — გ. 15 ოქტომბერი, 1971, ვილნიუსი) — ლიტველი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი და მუსიკის მასწავლებელი; სსრკ სახალხო არტისტი (1954).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ილაკის საშუალო სკოლაში (1918–1924). 1929 წელს დაამთავრა კლაიპედის მუსიკალური სასწავლებლის თრომბონის კლასი, სადაც ასევე სწავლობდა კომპიზიციას სტასის შუმკუსთან და იუ. ჟილიავიჩუსთან. უკრავდა კაუნასის თეატრის ორკესტრში 1930–1935).

1940 წელს ლიტვის სსრ სახელმწიფო ფილარმონიასთან დააარსა ლიტვის ცეკვის და სიმღერის სახელმწიფო ამსამბლი, რომელსაც მოგვიანებით „ლეტუვა“ დაერქვა და მას სათავეში 1940 წლამდე ედგა. იყო რესპუბლიკური სიმღერების მთავარი დირიჟორი 1970 წლამდე. 1935-დან კაუნასის კონსერვატორიაში თრომბონის კლასი მიჰყავდა. 1945 წლიდან ლიტვის სსრ კონსერვატორიაში ხალხური ინსტრუმენტების კათედრას ხელმძღვანელობდა. 1967 წელს კონსერვატორიის პროფესორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იწერდა და ამუშავებდა ხალხური მუსიკალური შემოქმედების ნიმუშებს. მისმა არაერთმა სიმღერამ, სადაც ეროვნული მოტივი იყო გამოყენებული, ფართო აუდიტორიებზე ჰპოვა გასავალი. ავტორია სიმღერებისა და მარშებისა „სიმღერა საბჭოელ ხალხზე“ („Daina apie tarybų tautą“, 1945), „პიონერული კოცონი“ („Pionierių laužas“, 1955), „კოლთავრე“ („Kolūkio pirmininkas“, 1950), „მარში ვილნიუსის აღმდგენს“ („Vilniaus atstatytojų maršas“, 1950).

ლიტვის ჰიმნის მუსიკის თანაავტორი ბალის დვარიონასთან ერთად ანტონას ვენცლოვის სიტყვებზე. ავტორია სავჭოთა ლიტვის ათი წლისადმი მიძღვნილი კანტატისა „იფურჩქნე საბჭოთა ლიტვავ“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Швядас Йонас Изидоряус Большая советская энциклопедия (БСЭ), цитаты