შინაარსზე გადასვლა

ახალქალაქის მიწისძვრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალქალაქის მიწისძვრა
თარიღი 19 (31) დეკემბერი1899
მაგნიტუდა 6.3 [1]
ეპიცენტრის მდებარეობა 41°36′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ. / 41.600° ჩ. გ. 43.500° ა. გ. / 41.600; 43.500
დაზარალებული ტერიტორია ახალქალაქის მაზრა, თბილისის გუბერნია
მსხვერპლი 247 ადამიანი

ახალქალაქის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში 1899 წლის 19 (31) დეკემბერს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.3 . დაიღუპა 247 ადამიანი.

მიწისძვრას ახალქალაქში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მნიშვნელოვნად დაზიანდა ბარალეთის სოფლის თემის სოფლები, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი ოსმალეთიდან დევნილი სომხები. სახლების ნგრევის მიზეზი ძირითადადგ განპირობებული იყო შენობების არამყარი კონსტრუქციით.

მიწისძვრის შემდეგ კატასტროფის ადგილზე სპეციალურად მივლენილი იყო ვალერიან ვებერი. 1900 წლის თებერვალში ვ. ვებერმა განმეორებით მოიარა დაზარებული რეგიონი და აღწერა მიწისძვრით დაზარალებული 50-ზე მეტი სოფელი. აღნიშნული კვლევა მან გამოაქვეყნა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულ საზოგადოებაში და გამოთქვა ვარაუდი რომ მიწისძვრის ეპიცენტრი წარმოადგენდა სამსრის ქედი მერიდიანულ მიმართულებით[2].

ვებერის მიერ მოგროვებული მასალა გადასცეს ივანე მუშკეტოვს, რომელიც 1900 წლის აპრილის თვეში მივლინებულ იქნა დაზარალებულ რეგიონში. ამავდროულად კავკასიის განყოფილების მიერ რეგიონში 200-დე დასახლებულ პუნქტში დარიგდა კითხვარები, რის შედეგადაც შეგროვდა 250-მდე პასუხი. სწორედ აღნიშნული გამოკითხვა დაედო საფუძვლად შემდგომში მიწისძვრის დეტალური რუქის შექმნას.

განმეორებითი ბიძგები გრძელდებოდა, როგორც 19 დეკემბერს ასევე შემდეგი 2 კვირა. 19 დეკემბერს მიწისძვრა 4-ჯერ განმეორდა, რომელთაგან პირველი 5 წუთი გრძელდებოდა. მიწისძვრის შედეგების კვლევა გეოლოგიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნდა 1903 წელს.

  1. M. Elashvili, Z. Javakhishvili. Seismic Network of Georgia. Past, Present and Future. - Institute of Geophysics, National Survey for Seismic protection of Georgia
  2. И.Р.Г.О., т. XIII, №5