ახალი ზელანდიის ტბების სია
იერსახე
ახალი ზელანდიის ტბები — ახალი ზელანდია ტბებით მდიდარია. ტბებს უკავიათ ახალი ზელანდიის ხმელეთის ფართობის 1,3 %. ფართობით უდიდესი ტბაა ტაუპო (616 კმ²). სამხრეთის კუნძულზე მდებარეობს არაერთი მოზრდილი ტბა, რომელთა გენეზისი მყინვარულია. უღრმესი ტბაა ჰაუროკო (მაქსიმალური სიღრმე 463 მ).
თანრიგი | სახელწოდება | ფართობი | რეგიონი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
1 | ტაუპო | 616 კმ² | უაიკატო | ფართობით ახალი ზელანდიის უდიდესი ტბა |
2 | ტე-ანაუ | 344 კმ² | საუთლენდი | ფართობით სამხრეთის კუნძულის უდიდესი ტბა |
3 | უაკატიპუ | 291 კმ² | ოტაგო | |
4 | უანაკა | 192 კმ² | ოტაგო | |
5 | ელსმირის ტბა | 180 კმ² | კენტერბერი | |
5 | ტე-უჰანგა | 180 კმ² | ჩათემი | ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების ფარგლებს გარეთ არსებული უდიდესი ტბა |
7 | პუკაკი | 179 კმ² | კენტერბერი | |
8 | მანაპოური | 142 კმ² | საუთლენდი | |
9 | ჰაუეა | 141 კმ² | ოტაგო | |
10 | ტეკაპო | 83 კმ² | კენტერბერი | |
11 | როტორუა | 79 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
12 | უაირარაპა | 78 კმ² | უელინგტონი | |
13 | ბენმორე | 75 კმ² | კენტერბერი | ახალი ზელანდიის უდიდესი ხელოვნური ტბა |
14 | ჰაუროკო | 63 კმ² | საუთლენდი | ახალი ზელანდიის უღრმესი ტბა |
15 | ოჰაუ | 63 კმ² | კენტერბერი | |
16 | უაიკარემოანა | 54 კმ² | ჰოქს-ბეი | |
17 | კოლრიჯი | 47 კმ² | კენტერბერი | |
18 | პოტერიტერი | 43 კმ² | საუთლენდი | |
19 | ბრუნერი | 40 კმ² | უესტ-კოსტი | |
20 | ტარაუერა | 39 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
21 | როტოიტი | 35 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
22 | უაიკარე | 34 კმ² | უაიკატო | |
23 | მონოუაი | 31 კმ² | საუთლენდი | |
24 | მაკ-კეროუ | 28 კმ² | საუთლენდი | |
25 | დანსტანი | 26 კმ² | ოტაგო | ხელოვნური |
26 | კანიერე | 22 კმ² | უესტ-კოსტი | |
27 | ომაპერე | 14 კმ² | ნორთლენდი | |
28 | როტოაირა | 13 კმ² | უაიკატო | |
29= | ოკარიტოს ლაგუნა | 12 კმ² | უესტ-კოსტი | |
29= | ოჰაკური | 12 კმ² | უაიკატო | ხელოვნური |