ჰაუეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაუეა
ტბა ჰაუეა
ტბა ჰაუეა
კოორდინატები: 44°30′00″ ს. გ. 169°17′00″ ა. გ. / 44.50000° ს. გ. 169.28333° ა. გ. / -44.50000; 169.28333
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 348 
სიგრძე 35 კმ
სიგანე კმ
ფართობი 141 კმ²
აუზის ფართობი 1388 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ჰანტერი
გამომდინარე მდინარე ჰაუეა
ჰაუეა — ახალი ზელანდია
ჰაუეა

ჰაუეა (ინგლ. Lake Hawea) — ტბა ახალი ზელანდიის უდიდეს კუნძულ — სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ოტაგოს რეგიონში, ქალაქ დანიდინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 293 კილომეტრში.[1] ვრცელდება ზღვის დონიდან 348 მ სიმაღლეზე. ფართობი 141 კმ², უდიდესი სიღრმე 392 მ. ტბის სახელწოდება წარმოსდგება მაორიდან, სავარაუდოდ ადგილობრივი ტომის სახელწოდებიდან, რომლის ზუსტი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.[2]

ჰესის ენერგიის გაუმჯობესებისათვის 1958 წელს ტბის დონე ხელოვნურად აწიეს 20 მეტრით. ტბა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 35 კილომეტრზე, სიგანე 8 კილომეტრი.[1] ხეობაში მოქცეული მყინვარული წარმოშობის ტბაა, რომლის ქვაბული გაჩენილია მყინვარული მოძრაობების შედეგად უკანასკნელი გამყინვარების დროს. ტბიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე. ტბაში ჩაედინება მდინარე ჰანტერი.

ჰაუეას ტბიდან დასავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობს ტბა უანაკა. მინიმალური მანძილი ამ ორ ტბას შორის 1 კილომეტრია. დღეისათვის ჰაუეას ტბა ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია. ჰაუეას გააჩნია დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი. ევროპელთაგან ტბის პირველი აღმომჩენია ნათანიელ ჩალმერსი, რომელმაც ტბა 1853 წელს ინახულა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Lake Hawea. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
  2. Lake Hawea. An Encyclopaedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 2010-04-03.