პუკაკი
პუკაკის ტბა | |
---|---|
Lake Pukaki | |
კოორდინატები: 44°07′ ს. გ. 170°10′ ა. გ. / 44.117° ს. გ. 170.167° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 518-532 მ |
ფართობი | 178,7 კმ² |
მოცულობა | 4,66 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 47 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 70 მ |
აუზის ფართობი | 1 413 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ტასმანი |
გამომდინარე მდინარე | პუკაკი |
პუკაკი (ინგლ. Lake Pukaki) — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს კენტერბერის რეგიონში.
პუკაკი უდიდესია მაკენზის აუზში მდებარე სამ პარალელურ ალპურ ტბას შორის. დანარჩენი ორი ტბაა ტეკაპო და ოჰაუ. სამივე მათგანი მაშინ წარმოიქმნა, როდესაც უკან დახეული მყინვარების მორენებმა ხეობები ჩაკეტეს.
იმის გამო, რომ ტბა მყინვარის წყლით იკვებება, მას განსხვავებული ლურჯი შეფერილობა აქვს. ფართობი 178,7 კმ²-ია, ზედაპირი კი ზღვის დონიდან 518-532 მეტრზე მდებარეობს.[1]
ჩრდილოეთიდან ტბას უერთდება მდინარე ტასმანი, რომელიც სათავეს კუკის მთის სიახლოვეს, ტასმანისა და ჰუკერის მყინვარებიდან იღებს.
ამჟამად ტბაზე მოქმედებს უაიტაკის ჰიდროელექტროსადგური.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Department of Conservation - recreational opportunites
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pukaki Lake Levels. Meridian Energy Limited. ციტირების თარიღი: 2008-03-09.