ბრუნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრუნერის ტბა
Lake Brunner
ბრუნერი
ბრუნერი
კოორდინატები: 42°37′ ს. გ. 171°27′ ა. გ. / 42.617° ს. გ. 171.450° ა. გ. / -42.617; 171.450
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ფართობი 40 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 109 
გამომდინარე მდინარე არნოლდი
ბრუნერი — ახალი ზელანდია
ბრუნერი

ბრუნერი — ტბა ახალი ზელანდიის, სამხრეთ კუნძულზე, უესტ-კოსტის რეგიონში. ზედაპირის ფართობი 40 კმ². მდებარეობს ქალაქ გრეიმუთიდან 31 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიახლოვეს არსებული უდიდესი დასახლებაა ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარე მოანა.[1] გამოედინემა მდინარე არნოლდი.

ახალი ზელანდიის სხვა თვალწარმტაც ადგილებთან შედარებით, ტბას საკმაოდ ცოტა მნახველი ჰყავდა, თუმცა ბოლო წლებში იზრდება თევზაობის მოყვარულ ტურისტთა რიცხვი.

ტბას სახელი ეწოდა XIX საუკუნის ინგლისელი მკვლევრის — თომას ბრუნერის პატივსაცემად. მაორული სახელწოდებაა კოტუკა მოანა, რაც „ყანჩების ზღვას“ ნიშნავს.

1976 წლისთვის, ბრუნერის აუზის 20 % სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იქნა ათვისებული, დასახლება მოანას მაცხოვრებელთა რაოდენობამ კი 84-ს მიაღწია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bradley, Barry (1999). The Penguin New Zealand Atlas. Penguin (NZ). ISBN 0-14-028914-3. 
  2. Cooke, Marylyn D. (1976). „Antibiotic Resistance Among Coliform and Fecal Coliform Bacteria Isolated from the Freshwater Mussel Hydridella menziesii“ (PDF). Antimicrobial Agents and Chemotherapy. American Society for Microbiology. 9 (6): 885–888. PMC 429644. PMID 779633.