ტარაუერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარაუერას ტბა
Lake Tarawera
Lake Tarawera.jpg
კოორდინატები: 38°12′ ს. გ. 176°27′ ა. გ. / 38.200° ს. გ. 176.450° ა. გ. / -38.200; 176.450
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 298 
სიგრძე 11.4 კმ
სიგანე კმ
ფართობი 41 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 87.5 
საშუალო სიღრმე 57 
[1]
ტარაუერა — ახალი ზელანდია
ტარაუერა

ტარაუერა — ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე; უდიდესია ვულკან ტარაუერის გარშემო მდებარე ტბათა ჯგუფში. მდებარეობს ქალაქ როტორუიდან 18 კმ-ით აღმოსავლეთით, ვულკან ტარაუერიდან 5 კმ-ით დასავლეთით. ზედაპირის ფართობი 41 კმ²-ია.

ტბას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა 1886 წლის 10 ივნისს ტარაურის ამოფრქვევამ,[2] რის შედეგადაც დაიღუპა 150 ადამიანი, დაიმარხა ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე მდებარე მაორის სოფელი ტე-უაიროა.[3]

ზაფხულობით ტარაუერა პოპულარულია თევზაობისა და წყლის სპორტის მოყვარულებს შორის. თბილწყლიან პლაჟებთან აწყობენ კემპინგს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1987) რედ. Viner, A.B.: Inland waters of New Zealand. Wellington: DSIR Science Information Publishing Centre, გვ. 471–474. ISBN 0-477-06799-9. 
  2. Royal Society of New Zealand (1984), Journal of the Royal Society of New Zealand, Vol. 14–15 p. 121. ISSN 0303-6758
  3. Flagler, Bette (2005). Adventure Guide New Zealand, Hunter Publishing (NJ), Illustrated ed. p. 205. ISBN 1-58843-405-2