შინაარსზე გადასვლა

უაკატიპუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უაკატიპუს ტბა
Lake Wakatipu
ნასას ფოტო
ნასას ფოტო
კოორდინატები: 45°03′ ს. გ. 168°30′ ა. გ. / 45.050° ს. გ. 168.500° ა. გ. / -45.050; 168.500
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 310 
სიგრძე 80 კმ
ფართობი 291 კმ²
საშუალო სიღრმე 230 
მაქსიმალური სიღრმე 420 
ჩამდინარე მდინარეები დართი
გამომდინარე მდინარე კავარაუ
უაკატიპუ — ახალი ზელანდია
უაკატიპუ

უაკატიპუ (ინგლ. Lake Wakatipu) — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ოტაგოს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საუთლანდის რეგიონის საზღვართან.

80 კმ სიგრიძით, იგი ახალი ზელანდიის უგრძესი ტბაა, ხოლო 291 კმ² ფართობით მესამე უდიდესი. ამავე დროს, უაკატიპუ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა ახალ ზელანდიაში, მისი ფსკერი ზღვის დონეზე 100 მეტრით დაბლა მდებარეობს, სიღრმე კი 378-420 მეტრია[1] და ამ მხრივ მესამეა ქვეყანაში, მსოფლიოში კი 32-ე.[2] ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 310 მეტრზე, სამხრეთ ალპების სამხრეთ დაბოლოებასთან. მისი ტოპოგრაფია ასო „N“-ს წააგავს, ხშირად ადარებენ ძაღლის ფეხსაც. ჩრდილოეთ კიდესთან ჩაედინება მდინარე დართი.

ტბიდან გაედინება მდინარე კავარაუ, ქალაქ კუინზტაუნიდან 8 კმ-ით აღმოსავლეთით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (2005) The Easy to See 2005 Calendar. New Zealand: Kingsgrove Calendars, გვ. 4. ISBN 0-9-625-0469 Invalid ISBN. 
  2. List of lakes by depth. eNotes. ციტირების თარიღი: 17 September 2011.