ახალი ზელანდიის ტბების სია
იერსახე
ახალი ზელანდიის ტბები — ახალი ზელანდია ტბებით მდიდარია. ტბებს უკავიათ ახალი ზელანდიის ხმელეთის ფართობის 1,3 %. ფართობით უდიდესი ტბაა ტაუპო (616 კმ²). სამხრეთის კუნძულზე მდებარეობს არაერთი მოზრდილი ტბა, რომელთა გენეზისი მყინვარულია. უღრმესი ტბაა ჰაუროკო (მაქსიმალური სიღრმე 463 მ).
| თანრიგი | სახელწოდება | ფართობი | რეგიონი | შენიშვნა |
|---|---|---|---|---|
| 1 | ტაუპო | 616 კმ² | უაიკატო | ფართობით ახალი ზელანდიის უდიდესი ტბა |
| 2 | ტე-ანაუ | 344 კმ² | საუთლენდი | ფართობით სამხრეთის კუნძულის უდიდესი ტბა |
| 3 | უაკატიპუ | 291 კმ² | ოტაგო | |
| 4 | უანაკა | 192 კმ² | ოტაგო | |
| 5 | ელსმირის ტბა | 180 კმ² | კენტერბერი | |
| 5 | ტე-უჰანგა | 180 კმ² | ჩათემი | ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულების ფარგლებს გარეთ არსებული უდიდესი ტბა |
| 7 | პუკაკი | 179 კმ² | კენტერბერი | |
| 8 | მანაპოური | 142 კმ² | საუთლენდი | |
| 9 | ჰაუეა | 141 კმ² | ოტაგო | |
| 10 | ტეკაპო | 83 კმ² | კენტერბერი | |
| 11 | როტორუა | 79 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
| 12 | უაირარაპა | 78 კმ² | უელინგტონი | |
| 13 | ბენმორე | 75 კმ² | კენტერბერი | ახალი ზელანდიის უდიდესი ხელოვნური ტბა |
| 14 | ჰაუროკო | 63 კმ² | საუთლენდი | ახალი ზელანდიის უღრმესი ტბა |
| 15 | ოჰაუ | 63 კმ² | კენტერბერი | |
| 16 | უაიკარემოანა | 54 კმ² | ჰოქს-ბეი | |
| 17 | კოლრიჯი | 47 კმ² | კენტერბერი | |
| 18 | პოტერიტერი | 43 კმ² | საუთლენდი | |
| 19 | ბრუნერი | 40 კმ² | უესტ-კოსტი | |
| 20 | ტარაუერა | 39 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
| 21 | როტოიტი | 35 კმ² | ბეი-ოფ-პლენტი | |
| 22 | უაიკარე | 34 კმ² | უაიკატო | |
| 23 | მონოუაი | 31 კმ² | საუთლენდი | |
| 24 | მაკ-კეროუ | 28 კმ² | საუთლენდი | |
| 25 | დანსტანი | 26 კმ² | ოტაგო | ხელოვნური |
| 26 | კანიერე | 22 კმ² | უესტ-კოსტი | |
| 27 | ომაპერე | 14 კმ² | ნორთლენდი | |
| 28 | როტოაირა | 13 კმ² | უაიკატო | |
| 29= | ოკარიტოს ლაგუნა | 12 კმ² | უესტ-კოსტი | |
| 29= | ოჰაკური | 12 კმ² | უაიკატო | ხელოვნური |