ანტარქტიკა
იერსახე
ანტარქტიკა (ბერძნ. antarktikos < ანტი- და arktikos - ჩრდილოეთისა) — დედამიწის სამხრეთ პოლარული მხარე. მოიცავს კონტინენტ ანტარქტიდას მისი გარემომცველი ოკეანეების განაპირა ზღვებს (უედელის, ბელინსგაუზენის, ამუნდსენის, როსის) და კუნძულებს (სამხრეთ შეტლანდის, სამხრეთ სანდვიჩის, სამხრეთ გეორგიის, სამხრეთ ორკნეის, პეტრე I-ისა, ბალენისა და სხვა). ანტარქტიკას განეკუთვნება აგრეთვე სასაზღვრო ხაზთან მდებარე კუნძულები: პრინს-ედუარდის, კროზეს, მაკუორის და სხვა. ანტარქტიკის საზღვარი პირობითია და გადის სამხრეთ განედი 48-60° ფარგლებში. ფართობი 52, 5 მლნ. კმ². ანტარქტიკის მთელი შუა ნაწილი ანტარქტიდას უკავია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 477.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|