ალისა ათლონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისა ათლონელი

ალისა 1941 წელს
დაბადების სახელი პრინცესა ალისა ოლბანელი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1883
უინძორების სასახლე, ბერკშირი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1981 (97 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მეუღლე(ები) ალექსანდრე კემბრიჯი
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: ლეოპოლდი (ოლბანის ჰერცოგი)
დედა: ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი

ალისა ათლონელი (ინგლ. Alice of Athlone; დ. 25 თებერვალი, 1883 – გ. 3 იანვარი, 1981) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი და დედოფალი ვიქტორიას უკანასკნელი შვილიშვილი. მისი მეუღლე, ალექსანდრე ათლონელი, კანადის გენერალური გუბერნატორი იყო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა დაიბადა 1883 წლის 25 თებერვალს უინძორის ციხესიმაგრეში, ოლბანის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოჯახში. მამამისი იყო დედოფალი ვიქტორიასა და ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის უმცროსი ვაჟი. ალისას უმცროსი ძმა, პრინცი ჩარლზ ედუარდი, დაიბადა 1884 წლის 19 ივლისს.

იგი მონათლეს უინძორის ციხის კერძო სამლოცველოში 1883 წლის 26 მარტს, დაარქვეს ალისა მისი გარდაცვლილი დეიდის, ალისა ბრიტანელის საპატივცემულოდ. მისი ნათლიები იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (მისი ბებია); ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი; ნიდერლანდების მეფე, ვილემ II (დედამისის სიძე); ლუდვიგ IV; ნასაუს პრინცესა ელენა (მისი ბებია); უელსის პრინცი, ედუარდ VII (ბიძამისი); ვიქტორია ბრიტანელი (მისი მამიდა); ვილემ II ვიუტრტემბერგელი (მისი დედის სიძე); პრინცესა პაულინა (დეიდამისი); და კემბრიჯის ჰერცოგინია. [1]

პრინცესა ალისა იყო ჰემოფილიის გენის ერთ-ერთი მატარებელი. მან გენი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, რომელიც დაავადებით გარდაიცვალა, როდესაც ალისა ერთი წლის იყო. [2]

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა, ატლონის გრაფინია, შვილებთან ერთად, დაახლ. 1909 წელი

1904 წლის 10 თებერვალს, წმინდა ჯორჯის სამლოცველოში, უინდსორში, ალბანის პრინცესა ალისა დაქორწინდა თავის მეორე ბიძაშვილზე, პრინც ალექსანდრე ტეკელზე, მარია ტეკელის ძმაზე.

მათ სამი შვილი ჰყავდათ:

  • მეი ტეკელი, მოგვიანებით ლედი მეი კემბრიჯი (დ. 23 იანვარი, 1906 – გ. 29 მაისი, 1994); დაქორწინდა სერ ჰენრი აბელ სმიტზე 1931 წელს, ჰყავდათ შვილი.
  • რუპერტ ტეკელი, მოგვიანებით ვიკონტი ტრემატონი (დ. 24 აგვისტო, 1907 – გ. 15 აპრილი, 1928); დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
  • ტეკის პრინცი მორის ფრენსის ჯორჯი (დ. 29 მარტი, 1910 – გ. 14 სექტემბერი, 1910); გარდაიცვალა ხუთი თვის ასაკში.

1917 წელს მის ქმარს მიენიჭა ათლონის წოდება სამეფო ოჯახის მიერ. [3] 1923 წელს მათ შეიძინეს აგარაკი, ბრანტრიჯის პარკი, დასავლეთ სასექსში. [4]

პრინცესა ალისა იყო ნიდერლანდების დედოფლის ბეატრიქსის ნათლია, რომელიც დედის მხრიდან მისი პირველი ბიძაშვილის, ნიდერლანდების დედოფალის, ვილჰელმინას შვილიშვილია. [5]

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, პრინცესა ალისა მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა კანადაში, სადაც ალექსანდრე გენერალურ გუბერნატორად 1940 წლიდან 1946 წლამდე მუშაობდა. ისინი ცხოვრობდნენ ოტავაში. ომის მსვლელობისას მათთან ერთად ცხოვრობდნენ მათი შვილიშვილები, ანა, რიჩარდი და ელიზაბეთი.

საზოგადოებრივი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატლონის გრაფი და გრაფინია, 1945 წლის 6 სექტემბერს

პრინცესა ალისამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრავალ ღონისძიებასა თუ აქტივობაში. დაესწრო ოთხი ბრიტანელი მონარქის: ედუარდ VII-ის, ჯორჯ V-ის, ჯორჯ VI-ისა და ელისაბედ II-ის კორონაციას. ის ასევე იყო ბრიტანული არმიის ორი და ერთი როდოსული არმიის მთავარი პოლკოვნიკი. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო კანადის სამეფო საჰაერო ძალების ქალთა განყოფილების საპატიო საჰაერო კომენდანტი. 1950 წელს გახდა დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტის (მაშინ დასავლეთ ინდოეთის საუნივერსიტეტო კოლეჯის) პირველი კანცლერი. [6] როგორც კანცლერი, იგი ყოველწლიურად სტუმრობდა უნივერსიტეტს.

1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე ალისა იყო ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო ჰოლოვეის კოლეჯის საბჭოს (მმართველი ორგანო) თავმჯდომარე. ქმართან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად, პრინცესა ალისა წარმოადგენდა მეფეს 1937 წელს იულიანას და ბერნჰარდ ცურ ლიპე-ბისტერფელდის ქორწილში. [7]

პრინცესა და მისი მეუღლე ეწვივნენ ბაჰრეინს და საუდის არაბეთს 1938 წლის ზამთარში. [8] ის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც ეწვია ამ ქვეყანას. ვიზიტებისას მათ თან ახლდა მათი ძმისშვილი ლორდ ფრედერიკ კემბრიჯი. [9] საუდის არაბეთში პრინცესა ალისა ეწვია ერ-რიადს, ელ-ჰუფუფს და დამამს, ასევე შეხვდა ნოურა ბინტ აბდულ რაჰმანს, მეფის დას და საუდის სამეფო ოჯახის სხვა წევრებს. [10]

მოგვიანებით სიცოცხლე და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ამერიკის სამხედრო მთავრობამ ბავარიაში, გენერალ ჯორჯ პატონის ბრძანებით, დააკავა ალისას ძმა, ჩარლზ ედუარდი, რომელიც რაიხსტაგის წევრი იყო და ნაციონალისტებს მხარს უჭერდა. ალისამ, როდესაც შეიტყო ძმის დაპატიმრების შესახებ, ქმართან ერთად ჩავიდა გერმანიაში, ძმის განსათავისუფლებლად. 1946 წელს ედუარდს მიუსაჯეს მძიმე ჯარიმა, რის შედეგადაც თითქმის გაკოტრდა. [11]

მისი მეუღლე, ათლონის გრაფი გარდაიცვალა 1957 წელს ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში, სადაც პრინცესა ალისა სიკვდილამდე ცხოვრობდა. ალისა ძილში 1981 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა, იყო 97 წლის.

მის დაკრძალვას უინძორის სასახლის წმინდა ჯორჯის სამლოცველოში სამეფო ოჯახის ყველა წევრი დაესწრო. იგი დაკრძალულია ქმართან და შვილთან ერთად სამეფო სამარხში, ფროგმორში. მისი ქალიშვილი და სიძეც მასთან ახლოს არიან დაკრძალული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yvonne's Royalty Home Page — Royal Christenings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 27 December 2010
  2. „HRH Princess Alice, Countess of Athlone“. The Times. 5 January 1981. p. 14.
  3. „Princess Alice, at London Home; A Grandchild of Queen Victoria“. The New York Times. 4 January 1981. ციტირების თარიღი: 27 May 2018."Princess Alice, at London Home; A Grandchild of Queen Victoria". The New York Times. 4 January 1981. Retrieved 27 May 2018.
  4. (1981) Princess Alice, Countess of Athlone. 
  5. De vijf peetouders van prinses Beatrix. The Memory of the Netherlands. Retrieved on 2008-07-11.
  6. PRINCESS ALICE, AT LONDON HOME: A GRANDCHILD OF QUEEN VICTORIA. ციტირების თარიღი: 29 December 2017
  7. (1981) Princess Alice, Countess of Athlone. 
  8. „Sotheby's To Sell An Historic Album Photographs Recording the First British Royal Visit to Saudi Arabia and Bahrain“. Art Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2015. ციტირების თარიღი: 19 July 2013.
  9. Morris, Loveday (30 July 2011). „Alice in Arabia: the first British royal to visit Saudi Arabia“. The National. ციტირების თარიღი: 21 July 2013.
  10. „The journey of a lifetime“. Geographical. July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2014. ციტირების თარიღი: 21 July 2013.
  11. Hitler's Favourite Royal (Channel 4 documentary) Dec 2007