შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე კლდიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდიაშვილი.

ალექსანდრე (საბა)[1] გრიგოლის ძე კლდიაშვილი (დ. 1873 — გ. 1905) — ქართველი ქიმიკოსი და ადამიანის უფლებების დამცველი.

ალექსანდრე კლდიაშვილი დაიბადა 1873 წელს რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე კლდიაშვილის (ქალიშვილობის გვარი — ყიფიანი) ოჯახში. ეფროსინე, იმ დროისათვის გამორჩეული მსახიობი, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი იყო. საბას ოჯახი ქუთაისში პატივისცემით სარგებლობდა. მისი უფროსი ძმა, სიმონ კლდიაშვილი, არქიტექტორი იყო, რომლის პროექტითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი აიგო; უმცროსი ძმა, ანდრეა, ერთ-ერთი პირველი ელექტროინჟინერი იყო, მან პურის ელექტროსაცხობი გამოიგონა; მისი და, ნინო კი, თავის დროზე ცნობილი მსახიობის, ივანე აბაშიძის დედა და მსახიობისა და რეჟისორის დოდო აბაშიძის ბებია იყო.[2]

თავად ალექსანდრე ოდესის უნივერსიტეტში მუშაობდა. იყო ავტორი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი ქიმიაში - „მოკლე მინერალური ქიმია“. ამ სახელმძღვანელოთი ალექსანდრე კლდიაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნის საქმეს. მასვე ეკუთვნის ორიგინალური გამოკვლევები დიკეტონების და ნახშირწყლების ქიმიაში. ალექსანდრე კლდიაშვილმა შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდი სუფთა დექსტრინის მისაღებად.

1905 წელს კლდიაშვილმა დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც იგი შავრაზმელებმა მოკლეს.[3] მისი ცხედარი ბათუმის გავლით ქუთაისში გადაასვენეს. მისი დაკრძალვა საფიჩხიის სასაფლაოზე მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციად იქცა.[4]

  • „სოფ. სიმონეთი (ანასტასია კლდიაშვილის მეთაურობით გამართული სახალხო წარმოდგენა და ალექსანდრე კლდიაშვილის პოპულარული ლექცია ადამიანის სისხლის შესახებ)“. „კვალი“ (№35): 554–555. 1900.
  • „16 ნოემბერს... (ცნობა ოდესაში მოკლული ახალგაზრდა მეცნიერისა და მოღვაწის ალ. (საბა) კლდიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის თაობაზე)“. „ისარი“ (№257): 3. 21 ნოემბერი, 1907. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • გეგუჩაძე ვ. (19 ოქტომბერი, 1955). „ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილი (გარდაცვალების 50 წლისთავის გამო)“. „სახალხო განათლება“. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ფსევდონიმების ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
  2. თამუნა კვირკველია (16 ოქტომბერი, 2009). „დიდი არტისტი, რომელმაც შვილს მის კვალზე დადგომა აღუკვეთა“. ჟურნალი „გზა“. ციტირების თარიღი: 2010-02-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  3. მ.ქურდევანიძე. ქართულ ენაზე პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქიმიაში და მისი ავტორი ალექსანდრე (საბა) გრიგოლის ძე კლდიაშვილი. საქართველოს ქიმიური ჟურნალი, ტ.8. ციტირების თარიღი: 2011-02-06.[მკვდარი ბმული]
  4. ქუთაისის ისტორიულ-რევოლუციური ადგილები: [რუსეთის პირველი რევოლუციის 80 წლისთავი. 1894-1907წწ.] / დ. ხანანაშვილი // ძეგლის მეგობარი. - თბილისი, 1986. - N4. - გვ.25-31. - რეზიუმე რუს. ენ.