შინაარსზე გადასვლა

ალაის რაიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
ალაის რაიონი
Алай району
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ადმ. ცენტრი Gülchö
კოორდინატები 40°19′00″ ჩ. გ. 73°26′00″ ა. გ. / 40.31667° ჩ. გ. 73.43333° ა. გ. / 40.31667; 73.43333
დაარსდა 1928
ფართობი 7 582 კმ²
სალაპარაკო ენები ყირგიზული
რუსული
მოსახლეობა 72 170[1] კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა ყირგიზები — 99,6%[1]
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+6]]
ალაის რაიონი — ყირგიზეთი
ალაის რაიონი

ალაის რაიონი (ყირგ. Алай району) — რაიონი ყირგიზეთში, ოშის ოლქში. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. გულჩა (ყირგ. Гүлчө).

რაიონის ფართობი უდრის 7582 კმ², რაც ოშის ოლქის მთლიანი ფართობის 26% შეადგენს.

ალაის რაიონი მდებარეობს ორი ხეობის ფარგლებში, კერძოდ ალაის და გულჩინის ხეობის. რაიონის ტერიტორიაზე, ჩინეთთან საზღვარზე, მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ირქეშტამი“.

საყოველათაო საკავშირო მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 1989 წელს, ალაის რაიონის საზღვრებში (ჩონგ-ალაის რაიონის ჩათვლით, რომელიც 1959–1992 წლებში ამ რაიონის შემადგენლობაში შედიოდა) 66 858 კაცი ცხოვრობდა.[2] 2007 წელს, რაიონის მოსახლეობამ 72 110 კაცი შეადგინა, აქედან ეთნიკურად ყირგიზებმა 71 901 კაცი (99,6 %) შეადგინეს.[1]

დასახლებული პუნქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი მოიცავს 13 აულის ტიპის ოლქს, სადაც მდებარეობს 60 სასოფლო ტიპის დასახლება.[3]

1928 წელს შეიქმნა ალაი-გულჩინის რაიონი. 1936 წელს შემქნილი რაიონი დაყვეს ორად — ალაის და ჩონგ-ალაის რაიონად. 1959 წელს, ორივე რაიონი ხელახლა გაამთლიანეს და დაარქვეს ალაის რაიონი.

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს რაიონი ისევ იყოფა ორ რაიონად — აღმოსავლეთით ალაის რაიონად და დასავლეთით ჩონგ-ალაის რაიონად.

2008 წლის 5 ოქტომბერს, სოფელ ნურაში რიხტერის შკალით 8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა 75 ადამიანი, მათ შორის 42 ბავშვი.