შინაარსზე გადასვლა

გუახარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Steatornithidae)
გუახარო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  უფეხურასნაირნი
ოჯახი:  გუახაროსებრნი
(Steatornithidae Bonaparte, 1842)
გვარი:  გუახარო
(Steatornis Humboldt, 1814)
სახეობა:  გუახარო
ლათინური სახელი
Steatornis caripensis (Humboldt, 1817)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22689633

გუახარო (ლათ. Steatornis caripensis) — ფრინველი უფეხურასნაირთა რიგისა. ერთადერთი სახეობაა გვარსა და ოჯახში. ტიპობრივი გამოქვაბულის ბინადარია. სხეულის სიგრძე 55 სმ აღწევს, ფრთების შლილი 1 მ. აქვს მაგარი ნისკარტი, პირის ირგვლივ გრძელი, უხეში ჯაგრები, რომლებიც ეხმარება სიბნელეში ექოლოკაციის საშუალებით ორიენტირებაში, წაბლისფერ-მურა აქა-იქ თეთრკოპლებიანი ბუმბული. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის მთებში, აგრეთვე კუნძულ ტრინიდადზე. იკვებება ღამით პალმისა და დაფნისებრთა ნაყოფით, რომელსაც ყნოსვით აგნებს. ინელებს მხოლოდ ნაყოფის რბილობს, ამონთხეული თესლითა და ნერწყვით კი ბუდეს იკეთებს. ბუდობს ჯგუფებად. დებს 2-4 კვერცხს. ბარტყები ბუდეში 4 თვემდე რჩებიან და ძლიერ სუქდებიან. მათ ქონს ინდიელები საჭმელად და გასანათებლად იყენებდნენ.