უფეხურასნაირნი (ლათ.Caprimulgiformes) — ფრინველთარიგიახალსასიანებისქვეკლასისა. მოიცავს 5 (ან 4) ოჯახის 20–21 გვარის 120-მდე სახეობას. წვრილი და საშუალო ფრინველებია, მათი მასა 50-დან 700 გ-მდეა. დამახასიათებელი ნიშანია მოკლე ნისკარტი და დიდი ზომის პირი. როგორც წესი ღამის ცხოვრებას ეწევიან. სუსტი განათების პირობებშიც კარგად ხედავენ. კარგი სმენა აქვთ. გუახარო ბუდობს მღვიმეებში, შეუძლია ექოლოკაცია. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა), ძირითადად თბილ ქვეყნებში. დებენ უმთავრესად 1–3 კვერცხს.