Microsoft Office
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. |
![]() | |
![]() Microsoft Office 2016-ის პროგრამები, მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედა კუთხემდე: Word, Excel, PowerPoint და Outlook | |
მწარმოებელი | Microsoft |
გამოვიდა | 19 ნოემბერი 1990 |
ბოლო გამოშვება | 2016 |
პროგრამირების ენა | C++[1] |
ოს | Microsoft Windows |
ენა | 102[2] |
ჟანრი | საოფისე კომპლექტი |
ლიცენზია | კომერციული პროგრამა |
Microsoft Office — კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი საოფისე პროგრამების კომპლექტი, რომელსაც იყენებენ საოპერაციო სისტემები Microsoft Windows და OS X. საზოგადოების წინაშე წარდგა 1989 წლის 1 აგვისტოს Microsoft-ის მიერ. თავდაპირველად პროგრამის მარკეტინგული შეფუთვა შეიცავდა შემდეგ საოფისე პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა Visual Basic for Applications (VBA) სკრიფტის ენა. Microsoft-მა ასევე შემოიტანა Office Business Applications, რათა ბიზნეს გეგმებთან მუშაობა ყველასთვის ადვილი ყოფილიყო. Office-ს დღესდღეობით მილიარდობით ადამიანი იყენებს მსოფლიო მასშტაბით. ამჟამინდელი ვერსია Office 2013 წარდგენილ იქნა 2012 წლის 11 ოქტომბერს. Office 2011 OS X 2010 წლის 26 ოქტომბერს. 2012 წლის 24 ოქტომბერს, RTM-ის საფინალო კოდი Office 2013 Professional Plus-სგან გამოშვებულ იქნა TechNet და MSDN მომხმარებლისთვის გადმოსაწერად. 2012 წლის 15 ნოემბერს, შესაძლებელი გახდა Office 2013 Professional Plus გადმოწერა ყველა მომხმარებლისთვის 60 დღიანი უფასო ლიცენზიით. Microsoft-მა ასევე გამოუშვა საოფისე პროგრამა Android, iPhone და Windows Phone სმარტფონებისთვის.
Word[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft Word არის "სიტყვის პროცესორი" რომელიც ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროგრამაა. ის ფაილებს ძირითადად ინახავს DOC ფორმატში, De facto სტანდარტში. თუმცა Word 2007-ს ასევე შეუძლია გამოიყენოს XML ბაზის ფორმატი, რომელსაც ეწოდება DOCX და რომელიც წარმოებულია Ecma International-სგან როგორც Office Open XML და მას აქვს SP2 განახლების მხარდაჭერა და შეზღუდული ODF. Word ასევე გამოიყენება Microsoft Works-ის სხვადასხვა გამოცემებში. ის ხელმისაწვდომია Windows და OS X პლათფორმებზე. Word-ის პირველი ვერსია პერსონალური კომპიუტერისთვის გამოვიდა 1983 წლის შემოდგომაზე და მუშაობდა MS-DOS სისტემაზე. Mac-თვის გამოიცა 1985 წელს. Microsoft Word-ის პირველი გრაფიკული ვერსია მუშაობდა Mac სისტემაზე.
Excel[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft Excel არის ელექტრონული ცხრილი, რომელიც კონკურენციას უწევს Lotus 1-2-3, მაგრამ შედარებით კარგად იყიდება. ის მუშაობს Windows და OS X პლათფორმებზე. Microsoft-მა Excel-ის ვერსია Mac OS-სთვის გამოუშვა 1985 წელს და იყო პირველი ვინდოუს ვერსია 1987 წლის ნოემბერში.
Access[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft Access არის ელექტრონული მონაცემთა ბაზების რელაციური მართვის სისტემა. აქვს ფართო გამოყენების ფუნქციები. იყენებს VBA (Visual Basic for Applications) ენას, რომლითაც შესაძლებელი ხდება დაიწეროს Access-ის სივრცეში, მონაცემთა ბაზებთან სამუშაო სხვადასხვა პროგრამა. პირველი ვინდოუს ვერსია გამოვიდა 1992 წლის ნოემბერში.
Outlook[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft Outlook (OS X-ისთვის არის ცალკე სხვა პროგრამა - Microsoft Outlook for Mac, რომელსაც ადრე ერქვა Microsoft Entourage) არის პერსონალური ინფორმაციის მენეჯერი და e-mail კომუნიკაციის პროგრამა. Windows Messaging, Microsoft Mail, and Schedule-ში ის შედიოდა Office 97-დან მოყოლებული დღემდე და შეიცავს e-mail კლიენტს, კალენდარს, ამოცანათა მენეჯერს და მისამართების წიგნს. Mac OS-ზე ვინდოუსმა Outlook-ის შედარებით განხსხვავებული ვერსია გამოუშვა 1990 წელს, მასში შეგვეძლო გვესარგებლა Microsoft Exchange Server-ით. Office 2001-ში მან წარმოადგინა არტერნატიული აპლიკაცია, ოდნავ განხსვავებული ცვლილებებით და ეწოდა Microsoft Entourage. Office 2011-ში ეს ყველაფერი ჩაშენებულია
OneNote[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft OneNote არის ჩანაწერების და სხვადასხვა წერილობითი ინფორმაციის შესანახი ფორმა და გამოიყენება როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილებებში. პროგრამას შეუძლია გააკეთოს სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, როგორიცაა: ასოების ხატვა, ხმოვანი წინადადება და ა.შ. ჩანაწერები ქსელის მეშვეობით შესაძლებელია გავუზიაროთ ჩვენთვის სასურველ ადამიანს. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, OneNote ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. Microsoft Office 2013-ში ნოუტი შეიცავს Microsoft Office-ის ყველანაირ შემოთავაზებას. OneNote ხელმისაწვდომია, როგორც უფასო ვებ აპლიკაცია OneDrive-ში ან Office Web Apps-ში, როგორც ვინდოუსის სამაგიდო აპლიკაცია და ასევე Windows Phone, iOS, Android, Symbians, და Metro-style სისტემებისთვის, ხოლო მოგვიანებით Windows 8-თვის.
PowerPoint[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და OS X-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Lextrait, Vincent. (January 2010) The Programming Languages Beacon, v10.0. ციტირების თარიღი: 5 January 2010.
- ↑ Language Accessory Pack for Office 2016. Microsoft. ციტირების თარიღი: 25 February 2016.