Microsoft Access
Microsoft Access | |
---|---|
Microsoft Excel 2013 Windows 8-ზე | |
მწარმოებელი | Microsoft |
ოს | Microsoft Windows |
ჟანრი | მონაცემთა ბაზა |
ლიცენზია | საცდელი პროგრამა[1] |
საიტი | Microsoft Access |
Microsoft Office Access — ელექტრონული მონაცემთა ბაზების რელაციური მართვის სისტემა, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft. იგი პირველად გამოვიდა 1992 წელს, შედის Microsoft Office-ის პაკეტში. აქვს ფართო გამოყენების ფუნქციები. იყენებს VBA (Visual Basic for Applications) ენას, რომლითაც შესაძლებელი ხდება დაიწეროს Access-ის სივრცეში, მონაცემთა ბაზებთან სამუშაო სხვადასხვა პროგრამა.
პროგრამის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Access არის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვის, ორგანიზაციის და მოძებნის საშუალება. პროგრამაში მუშაობისას პირველ რიგში უნდა შეიქმნას მონაცემტა ბაზის ფაილი, რომლის ბაზაზე დგინდება გამომავალი ანგარიშგებების ფორმები. მონაცემთა ბაზის შევსება შესაძლებელია როგორც უშუალოდ შეტანით ასევე სპეციალურად შექმნილი ფორმებითაც. მონაცემთა ბაზის ფაილში შენახული ინფორმაცია არის წყარო რომლიდანაც ივსება ანგარიშგების ხელით შექმნილი ფორმები. Ecxel-ისაგან განსხვავებით აქ მინიმუმამდეა დაყვანილი მათემატიკური ფორმულებით სარგებლობა.
შექმნილი მონაცემთა ბაზა შესაძლებელია პარალელურად გამოყენებული იქნას Ecxel-ში მისი შემდგომი ანალიზისათვის.
უკანასკნელ ვერსიებში გამოიყენება ფორმატი OOXML (გაფართოება .accdb). უფრო ადრინდელი ვერსიები იყენებდნენ ბინარულ ფორმატს (გაფართოებით .mdb).
ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992: Access 1 Windows 3.0-თვის
- 1993: Access 2.0 Windows 3.1x (Office 4.3)-თვის
- 1995: Access 7 Windows 95 (Office 95)-თვის
- 1997: Access 97 (Office 97)
- 1999: Access 2000 (Office 2000)
- 2001: Access 2002 (Office XP)
- 2003: Access 2003 (Microsoft Office 2003 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2007: Microsoft Office Access 2007 (Microsoft Office 2007 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2010: Microsoft Office Access 2010 (Microsoft Office 2010 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2012: Microsoft Access 2013 (Microsoft Office 2013 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2015: Microsoft Access 2016 (Microsoft Office 2016 პროგრამების კომპლექტიდან)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Microsoft Office Access 2013. office.com. CBS Interactive. ციტირების თარიღი: February 7, 2013.