შინაარსზე გადასვლა

Microsoft Windows

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვინდოუსი)
Microsoft Windows

Windows 11 (21H2)
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული წყარო / გაზიარებული
პირველად გამოვიდა 20 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-20), როგორც Windows 1.0
უახლესი ნიმუში
Release Preview Channel

23H2 (10.0.22631.2428) (10 ოქტომბერი, 2023; 8 თვის წინ (2023-10-10)[1][2]) [±]

Beta Channel

23H2 (10.0.22635.2486) (19 ოქტომბერი, 2023; 7 თვის წინ (2023-10-19)[3]) [±]

Dev Channel

10.0.23570.1000 (18 ოქტომბერი, 2023; 7 თვის წინ (2023-10-18)[4]) [±]

Canary Channel
10.0.25977.1000 (18 ოქტომბერი, 2023; 7 თვის წინ (2023-10-18)[5]) [±]
მარკეტინგული სამიზნე პერსონალური კომპიუტერები
ხელმისაწვდომი ენები 110 ენა ენა
პაკეტების მენეჯერი Windows Installer (.msi), Windows Store (.appx)[6]
მხარდაჭერილი
პლატფორმები
ARM, IA-32, Itanium, x86-64, DEC Alpha, MIPS, PowerPC
ბირთვის ტიპი
  • Windows NT-ის ოჯახი: ჰიბრიდული
  • Windows CE: ჰიბრიდული
  • Windows 9x და უფრო ადრეული: მონოლითური (MS-DOS)
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
Windows-ის გარსი
ლიცენზია დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა
ოფიციალური საიტი microsoft.com/en-gb/windows

Microsoft Windows ან უბრალოდ Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft.

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MS Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემის სახეობას. მისი ზოგადი კონცეფცია მდგომარეობს მაქსიმალურ უნიფიცირებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ახალი პროგრამების გარჩევისას საჭირო არ არის ტექნიკისა და მართვის ხერხების ხელახალი ათვისება. Windows-დან ნებისმიერი პროგრამის გაშვებისას მუშაობა წარმოებს მსგავსი წესებით და ყველა პროგრამას აქვს იდენტური გაფომრბა. Windows-ში შესაძლებელია მონაცემების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ოპერაცია სრულდება მეხსიების გაცვლის ბუფერის (Clipboard) საშუალებით, რომელიც საერთოა როგორც თვით Windows-თვის, ასევე მასში გაშვებული ყველა პროგრამისათვის.

Windows-ის ეკრანი შეიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს. სამუშაო მაგიდა (Desktop) — არე რომელსაც უკავია მთელი ეკრანი. მასზე გამოსახულია სტანდარტული და ხშირად გამოსაყენებელი პროგრამების ნიშნები, მაგალითად:

  • ჩემი კომპიუტერი (My computer) შეიცავს ფანჯარას, რომელშიც მოთავსებულია კომპიუტერის შემცველობა: მართვის პანელი, დისკები, პრინტერები...
  • კალათა (Ricycle Bin) ანუ ელექტრონული სანაგვე ყუთი, რომელშიც დროებით თავსდება წაშლილი ფაილები, საქარალდეები და სხვა რამ, მათი საბოლოოდ განადგურებამდე.
  • იარლიყები (Shortcut) კომპიუტერში დაინსტალირებული სხვადასხვა პროგრამებისა.
  • დავალებათა პანელი (Taskbar) უკავია ეკრანის ქვედა ზოლი. მასზე მდებარეობს მთავარი მენიუს გამოსაძახებელი ღილაკი — დაწყება (Start), პროგრამების სწრაფი გაშვების არე, სადაც გამოისახება სისტემური საათის და კალენდრის მაჩვენებელი და ზოგიერთი ინდიკატორი (პრინტერის, ენის შრიფტების). დავალებათა პანელზე ჩნდება აგრეთვე ყოველი გაშვებული პროგრამის ნიშანი. პროგრამებს შორის გადასვლა ხდება შესაბამის ღილაკზე დაჭერით. პროგრამის დახურვისას მისი ღილაკი ქრება პანელიდან.

Windows-ში სამუშაოდ გამოიყენება ძირითადად როგორც მაუსი, ასევე კლავიატურაც. ყოველი მაუსის მოქმედება შესაძლებელია შესრულდეს ასევე კლავიატურის საშუალებითაც. მაგალითად რომელიმე პროგრამის გამორთვა მაუსის ერთხელ X ღილაკზე დაკლიკებით, ხოლო კლავიატურით კი კლავიშები Alt+F4-ით სრულდება. პროგრამის ჩართვა პროგრამის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაკლიკებით ან კლავიატურაზე Enter-ის დაჭერით ხდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Microsoft-მა პასუხად გრაფიკული გარსებისადმი მზარდ ინტერესზე 1985 წლის 20 ნოემბერს წარადგინა Windows, MS-DOS-ის გარსის სახით.[7] Microsoft Windows იქცა დომინირებად ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი ფლობს ამ სფეროში ბაზრის წილის 90 %-ს, რითაც წინ უსწრებს პირველად 1984 წელს წარდგენილ Mac OS-ს.

2014 წლის აპრილისთვის პერსონალური კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვის, სერვერული კომპიუტერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის არსებული ოპერაციული სისტემებია Windows 8.1, Windows Phone 8.1, Windows Server 2012 R2 და Windows Embedded 8.

Windows-ის ვერსიების გამოცემების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Windows 1.0Windows 2.0Windows 2.1xWindows 3.0Windows 3.1xWindows 3.1xWindows NT 3.1Windows NT 3.5Windows NT 3.51Windows 95Windows NT 4.0Windows 98Windows NT 4.0Windows 2000Pocket PC 2000Windows MePocket PC 2002Windows XPWindows XPWindows Server 2003Windows Mobile 2003Windows Mobile 5.0Windows Embedded IndustryWindows Server 2003 R2Windows Mobile 6.0Windows VistaWindows Home ServerWindows Mobile 6.1Windows Server 2008Windows Embedded IndustryWindows Mobile 6.5Windows 7Windows Server 2008 R2Windows MultiPoint ServerWindows Phone 7Windows Home Server 2011Windows MultiPoint ServerWindows Embedded IndustryWindows Server 2012Windows 8Windows Phone 8Windows MultiPoint ServerWindows Embedded 8 IndustryWindows 8.1Windows Embedded 8.1 IndustryWindows Server 2012 R2Windows Phone 8.1Windows 10Windows 10Windows IoTWindows 10Windows 10 MobileWindows 10Windows 10 MobileWindows 10Windows IoTWindows Server 2016Windows 10Windows 10 MobileWindows 10Windows 10 MobileWindows 10Windows 10Windows 10Windows IoTWindows Server 2019Windows IoTWindows 10Windows 10Windows 10Windows 10Windows 10Windows Server 2022Windows IoTWindows 11Windows 10Windows 10Windows IoTWindows 11Windows 10


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Releasing Windows 11, version 23H2 to the Release Preview Channel. Windows Insider Blog (26 სექტემბერი, 2023).
  2. 10 ოქტომბერი, 2023—KB5031354 (OS Build 22621.2428). Microsoft Support. Microsoft.
  3. Announcing Windows 11 Insider Preview Build 22635.2486 (Beta Channel). Windows Insider Blog (19 ოქტომბერი, 2023).
  4. Announcing Windows 11 Insider Preview Build 23570 (Dev Channel). Windows Insider Blog (18 ოქტომბერი, 2023).
  5. Announcing Windows 11 Insider Preview Build 25977 (Canary Channel). Windows Insider Blog (18 ოქტომბერი, 2023).
  6. App packages and deployment (Windows Store apps) (Windows). Msdn.microsoft.com. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2014.
  7. Bellis, Mary. (4 ოქტომბერი, 2019) The Unusual History of Microsoft Windows. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2023