პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიასამართლებრივი დოკუმენტი, უმეტესწილად, ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საავტორო უფლებებით დაცული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებასა და გამოყენებას. ჩვეულებრივ, ლიცენზია მის მფლობელს აძლევს პროგრამული უზრუნველყოფის ერთი ან რამდენიმე ასლის გამოყენების უფლებას, რაც სხვაგვარად გამომცემლის საავტორო უფლებების შელახვა იქნებოდა. პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ საავტორო უფლებების მფლობელი არ უჩივლებს მისი პროგრამული პროდუქტის მომხმარებელს სასამართლოში.

პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების დაყოფა შესაძლებელია თავისუფალ და არათავისუფალ (ან ღია და დახურული კოდის) ლიცენზიებად, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. თავისუფალი ლიცენზიით გამოსული პროდუქტი ექვემდებარება თავისუფლად გავრცელებასა და მოდიფიკაციას მითითებული პირობების დაცვით, თუ საერთოდ მითითებულია რაიმე პირობა, ხოლო არათავისუფალი ლიცენზიის მქონე პროგრამა არც მოდიფიკაციას ექვემდებარება და არც თავისუფლად ვრცელდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]