Merriweather Post Pavilion (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Merriweather Post Pavilion
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 6 იანვარი, 2009
ჩაიწერა თებერვალი 2010
ჟანრი ინდი როკი, ნეო-ფსიქოდელია, ექსპერიმენტული როკი
ხანგრძლივობა 54:42
ლეიბლი Domino
პროდიუსერი ბენ ჰ. ალენი, Animal Collective
Animal Collective — ქრონოლოგია
Water Curses
(2008)
Merriweather Post Pavilion
(2009)
Animal Crack Box
(2009)
სინგლები ალბომიდან Merriweather Post Pavilion
  1. „My Girls“
    გამოცემის თარიღი: 23 მარტი, 2009
  2. „Summertime Clothes“
    გამოცემის თარიღი: 29 ივნისი, 2009
  3. „Brother Sport“
    გამოცემის თარიღი: 9 ნოემბერი, 2009
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic89/100[1]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[2]
The A.V. Club(A)[3]
BBC Music(კეთილგანწყობილი)[4]
Drowned in Sound9/10 stars[5]
NME(8/10)[6]
Pitchfork(9.6/10)[7]
PopMatters(9/10)[8]
Slant5/5 stars[9]
Tiny Mix Tapes4.5/5 stars[10]
Uncut5/5 stars[11]

Merriweather Post Pavilion — ამერიკული ინდი როკ ჯგუფ Animal Collective-ის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2009 წლის იანვარში. ალბომის სახელი აღებულია კოლუმბიაში, მერილენდში მდებარე საკონცერტო არენის სახელწოდებიდან. მისი ხანგრძლივობა თითქმის 55 წუთია და ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი ალბომია სადებიუტო Spirit They're Gone, Spirit They've Vanished-ის შემდეგ. თავდაპირველად გეგმაში იყო ალბომის გამოსვლი შემდეგ Merriweather Post Pavilion-ზე კონცერტის გამართვა, თუმცა ეს იდეა არ განხორციელდა. ალბომი ჩაიწერა გიტრისტის, Deakin-ის გარეშე, რომელმაც პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა შეესვენა ჯგუფისგან.

კრიტიკოსების გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომმა დადებითი გამოხმაურება მიიღო კრიტიკოსებისგან. Metacritic-ზე მისი საშუალო ქულა, 36 მიმოხილვაზე დაყრდნობით, იყო 89. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი იანვარში გამოვიდა, ის თავიდანვე დაასახელეს 2009 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.

კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო Animal collective-ის ყველაზე ადვილად მოსასმენი ალბომი, მათ წინა უფრო ავანგარდულ ნამუშევრებთან შედარებით. Pitchfork Media-მ ალბომს მიანიჭა 9.6 ქულა 10-დან, მოგვიანებით კი დაასახელა 2009 წლის საუკეთესო ალბომად და ასევე შეიყვანა 2000-იანი წლების 200 საუკეთესო ალბომის სიაში მე-14 ადგილზე.[12] 2009 წლის საუკეთესო ალბომად Merriweather Post Pavilion ასევე დაასახელეს ჟურნალმა Clash[13], Spin Magazine-მა[14], Entertainment Weekly-მ[15] და KEXP-მა. Rolling Stone-ის სიაში ის 14-ე ადგილზე მოხვდა.[16]

ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანზე გამოსახულია ოპტიკური ილუზია, რომელიც დაფუძნებულია იაპონელი ფსიქოლოგის აკიიოში კიტაიოკას ნაშრომებზე. მისი დათვალიერებისას ადამიანს ეჩვენება, თითქოს ნახატი ტალღისებურად მოძრაობს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — Animal Collective, გარდა მითითებულისა..

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„In the Flowers“5:22
2.„My Girls“5:40
3.„Also Frightened“5:14
4.„Summertime Clothes“4:30
5.„Daily Routine“5:46
6.„Bluish“5:13
7.„Guys Eyes“4:30
8.„Taste“3:53
9.„Lion in a Coma“4:12
10.„No More Runnin“4:23
11.„Brother Sport“5:59

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Avey Tare – ვოკალი, ელექტრონიკა, სემპლები, კლავიშები, გიტარა, პერკუსია
  • Panda Bear – ვოკალი, სემპლები, ელექტრონიკა, პერკუსია
  • Geologist – ელექტრონიკა, სემპლები
  • ბენ ალენი – ხმის ინჟინერია, მიქშირება
  • აარონ ერსოი – ასისტენტი ინჟინერი

პოზიციები ჩარტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2009) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[17] 63
ესპანეთის ალბომების ჩარტი[18] 86
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[19] 26
აშშ Billboard 200[20] 13
აშშ Top Independent Albums[20] 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Merriweather Post Pavilion Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic.com. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  2. Bush, ჯონ. (2009-01-20) Merriweather Post Pavilion - Animal Collective. AllMusic. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  3. Battaglia, Andy. (2009-01-20) Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music | Music Review. The A.V. Club. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  4. Music - Review of Animal Collective - Merriweather Post Pavilion. BBC. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  5. Lukowski, Andrzej. (2009-01-12) Animal Collective - Merriweather Post Pavilion / Releases / Releases // Drowned In Sound. Drownedinsound.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-29. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  6. NME Album Reviews - Animal Collective. Nme.Com (2009-01-09). ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  7. Richardson, მარკ. (2009-01-05) Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Album Reviews. Pitchfork. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  8. Raper, Dan. Animal Collective: Merriweather Post Pavilion < PopMatters. Popmatters.com. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  9. Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music Review. Slant Magazine (2009-01-19). ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  10. Animal Collective: Merriweather Post Pavilion | Music Review. Tiny Mix Tapes (2009-). ციტირების თარიღი: 2012-2-12.
  11. Album review: Animal Collective - Merriweather Post Pavilion - Review. Uncut.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტირების თარიღი: 2011-01-04.
  13. http://www.clashmusic.com/feature/clash-album-of-2009-animal-collective-merriweather-post-pavillion
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-17. ციტირების თარიღი: 2011-01-04.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-09. ციტირების თარიღი: 2011-01-04.
  16. http://www.rollingstone.com/news/story/31421097/the_25_best_albums_of_2009/11
  17. Pandora Archive. Pandora.nla.gov.au (აგვისტო 23, 2006). ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  18. Animal Collective - Merriweather Post Pavilion Music Charts acharts.us. Retrieved დეკემბერი 6, 2011.
  19. Animal Collective - Official UK Charts ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. Retrieved დეკემბერი 6, 2011.
  20. 20.0 20.1 Merriweather Post Pavilion AllMusic-ზე