Spirit They're Gone, Spirit They've Vanished

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Spirit They're Gone, Spirit They've Vanished

სტუდიური ალბომი - Avey Tare და Panda Bear
გამოცემის თარიღი აგვისტო, 2000
ჩაიწერა 1999
ჟანრი ავანგარდი, ნეო-ფსიქოდელია, ელექტრონიკა, ფრიკ ფოლკი
ხანგრძლივობა 60:38
ლეიბლი Animal
FatCat
Animal Collective-ის სტუდიური ალბომები - ქრონოლოგია
Spirit They're Gone, Spirit They've Vanished
(2000)
Danse Manatee
(2001)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars [1]
Pitchfork Media (8.9/10) [2]
PopMatters [3]
Tiny Mix Tapes 5/5 stars [4]

Spirit They're Gone, Spirit They've Vanished — ჯგუფ Animal Collective-ის სადებიუტო ალბომი, გამოცემული 2000 წელს სახელით Avey Tare და Panda Bear. ალბომი გამოიცა CD დისკის სახით ჯგუფის საკუთარ ლებლზე Animal (ამჟამად Paw Tracks). ალბომი გამოვიდა მცირე ტირაჟით. 2003 წელს ის ხელახლა გამოიცა ორმაგი დისკის სახით Danse Manatee-სთან ერთად FatCat Records-ზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერა დაწერა Avey Tare-მა (დევიდ პორტნერი) 1997-1999 წლებში, Penny Dreadfuls-ის გარდა, რომელიც მან 16 წლის ასაკში დაწერა. პორტნერმა და Panda Bear-მა (ნოა ლენოქსი) აკუსტიკური გიტარა და დასარტყმელი საკრავები ჩაწერეს პორტნერის საძინებელში, 1999 წლის ზაფხულში, პიანინო კი მისი მშობლების სასტუმრო ოთახში.

ბასისთვის გამოიყენეს ძველი სინთეზატორი Roland SH-2, რომელიც ბრაიან ვეიტცის (Geologist) ძმამ იპოვა.[5] ლენოქსი ცდილობდა დასარტყამებზე დაკვრის მანერა მიემსგავსებინა ალბომებისთვის Ocean Rain და Forever Changes. პორტნერი მას ბითბოქსის საშუალებით უჩვენებდა, როგორი რითმი უნდოდა.

ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეკანის ილუსტრაცია იპოვა Avey Tare-მა და იფიქრა, რომ ის მოუხდებოდა ალბომს. თავდაპირველად ალბომი უნდა გამოსულიყო მხოლოდ Avey Tare-ის სახელით, მაგრამ ის ისე მოიხიბლა Panda Bear-ის დაკრულით, რომ გარეკანზე პანდას სახელიც დაამატა.

თავდაპირველ გამოცემას მოჰყვებოდა ბუკლეტი ამ ისტორიით:

ვიკიციტატა
„ არც ისე დიდი ხნის წინ, ახალგაზრდა ბიჭი სახელად Avey და მისი მეგობარი დაეხეტებოდნენ საბანში, რომელიც ხმელეთს ფარავს (ზოგი მას ტყეს უწოდებს). ისინი აღზარდეს ფერიებმა და სინათლის ანგელოზებმა, რომლებიც ტყის სიღრმეში თამაშობენ. მოდი, ბავშვობის მუსიკა გავაკეთოთ - დაიყვირა ერთ დღეს Avey-მ, როცა ისინი თამაშობდნენ. პანდამ იფიქრა, რომ ეს კარგი იდეა იყო. მე გამოვიყენებ ჩემს ჯადოსნურ რითმულ ჯოხებს, შენ კი შენი მზის არფა დაუკარი, უთხრა მან. და მათ დაიწყეს მელოდიების შექმნა, პანდას მოჰქონდა რითმები ყველა მიმართულებიდან, Avey კი მღეროდა. ყველა სიმღერა იყო ხის სათამაშოების და უჩინარი მეგობრების შესახებ დასავსე იყო ტყის სინათლით. ესაა იმ სიმღერების პირველი ჯგუფი, რომლებიც მათ დაუკრეს.“

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Spirit They've Vanished“ 5:35
2. „April and the Phantom“ 5:53
3. „(უსათაურო)“ 2:58
4. „Penny Dreadfuls“ 7:58
5. „Chocolate Girl“ 8:28
6. „Everyone Whistling“ 1:00
7. „La Rapet“ 7:52
8. „Bat You'll Fly“ 5:03
9. „Someday I'll Grow to Be As Tall As the Giant“ 3:10
10. „Alvin Row“ 12:39

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.allmusic.com/album/r508052
  2. Pitchfork review
  3. 11/13/05
  4. [1]
  5. Collected Animals Post by Dave Portner under the user name wheeter, August 3rd, 2006