Hollinndagain — ჯგუფ Animal Collective-ის საკონცერტო ალბომი (გამოცემული სახელით Avey Tare, Panda Bear და Geologist), რომელიც გამოვიდა 2002 წელს St. Ives-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკონცერტო ალბომია, ფანების უმეტესობა მას ჯგუფის მესამე ოფიციალურ ალბომად მიიჩნევს, რადგან მასში ახალი სიმღერები შედიოდა, Lablakely Dress-ის გარდა, რომელიც მანამდე Danse Manatee-ზე გამოჩნდა.
Hollinndagain არის ჯგუფის მეორე ალბომის, Danse Manatee-ს პერიოდში ჩაწერილი საკონცერტო მატერიალის კრებული. პირველი სამი სიმღერა ჩაიწერა ნიუ ჯერსის რადო სადგურ WFMU-ზე გამოსვლისას. დანარჩენი ოთხი კი Black Dice-სთან ერთად ნიუ-იორკში, ნეშვილსა და ოსტინში გამართულ კონცერტებზე 2001 წლის ზაფხულში.
თავდაპირველად ალბომის მხოლოდ 300 ასლი გამოიცა. ყოველ მათგანს ჯგუფის წევრების მიერ ხელით დამზადებული უნიკალური ყდა ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ალბომი მხოლოდ გრამფირფიტის სახით არსებობდა. Animal Collective -ის საკუთარმა ლეიბლმა Paw Tracks ხელახლა გამოსცა ალბომი 2006 წლი 31 ოქტომბერს, კომპაქტ-დისკსა და გრამფირფიტაზე.