Fireworks (Animal Collective-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Fireworks“
სინგლი  - Animal Collective
ალბომიდან Strawberry Jam
გამოსვლის თარიღი 6 ნოემბერი, 2007
ფორმატი 10 ვინილი, ციფრული
ჩაიწერა იანვარი 2007
ჟანრი ექსპერიმენტული როკი, ფსიქოდელიური
ხანგრძლივობა 6:50
ლეიბლი Domino
სიმღერის ავტორი Animal Collective
პროდიუსერი Animal Collective
Animal Collective - სინგლების ქრონოლოგია
Peacebone
(2007)
Fireworks
(2007)
My Girls
(2009)

Fireworks — მეორე სინგლი Animal Collective-ის ალბომიდან Strawberry Jam, გამოსული 2007 წლის 5 ნოემბერს Domino Records-ზე. B-მხარის ჩაწერის ნაცვლად, ფირფიტის უკანა მხარეზე შესრულებულია ოფორტი. სიმღერის ვიდეო გამოვიდა 2007 წლის ივლისში. 2005-2006 წლების ტურის დროს სიმღერა ასევე სრულდებოდა სახელით Allman Vibe.

სიმღერამ 35-ე ადგილი დაიკავა Pitchfork Media-ს 2000-იანი წლების 500 საუკეთესო სიმღერის სიაში.

2007-2009 წლებში კონცერტებზე შესრულების დროს სიმღერა ხშირად ათ წუთამდე გრძელდებოდა, Essplode-ს ან Lablakely Dress-ის ელემენტების დამატებით.

სიმღერა გამოჩნდა Channel 4-ის სერიალში Skins 2007 წელს და HBO-ს In Treatment-ის მესამე სეზონის ეპიზოდში 2010 წელს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Fireworks“ 6:50