Peacebone

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Peacebone“
სინგლიAnimal Collective
ალბომიდან Strawberry Jam
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 2007
ჩაიწერა იანვარი 2007
ჟანრი ალტერნატიული როკი
ექსპერიმენტული როკი
ნეო-ფსიქოდელია
ფსიქოდელიური პოპი
ხანგრძლივობა 14:27 (10); 20:14 (12); 29:27 (CD EP)
ხმისჩამწერი ლეიბლი Domino
ავტორ(ებ)ი Animal Collective
პროდიუსერი Animal Collective
Animal Collective — სინგლების ქრონოლოგია
„The Purple Bottle“
(2006)
Peacebone
(2007)
„Fireworks“
(2007)

Peacebone — პირველი სინგლი Animal Collective-ის 2007 წლის ალბომიდან Strawberry Jam, გამოსული 2007 წლის 13 აგვისტოს Domino Records-ზე. ის გამოვიდა სამ სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა შემცველობით.

ფორმატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს სინგლის სამი განსხვავებული ვერსია. 10 ვინილის B-მხარეზე ჩაწერილია Safer, რომელიც ხშირად სრულდებოდა Strawberry Jam-ის კონცერტების დროს 2005-2006 წლებში. 12 ვინილზე შესულია Peacebone-ის ორი რემიქსი, ერთი Black Dice-ის ხოლო მეორე Pantha du Prince-ის. CD შეიცავს სიმღერებს ორივე ვინილიდან და ლეიბლი მას EP-ად მიიჩნევს.[1]

სიმღერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაში მეორდება სიტყვა bonefish.[2] ეს სემპლი აღებულია ორნიტოლოგიის ლაბორატორიის ონლაინ მედია არქივიდან.[3] სიმღერის დანარჩენ ლირიკაზე Avey Tare-მა BBC-სთან ინტერვიუში თქვა:

მე ერთმანეთში ვურევ ვიზუალურ გამოსახულებებს სხვადასხვა ადგილებიდან. [...] მაგრამ ეს ყოველთვის მიდის ქორომდე, რომელიც წარსულით შეპყრობაზეა, რაც მე არ მომწონს. მუსიკა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე რაღაც, რაზეც იცეკვებ - ის უფრო მეტად ინტერაქტიული უნდა იყოს. ჩვენ ყოველთვის მხოლოდ კარგი სიმღერის დაწერას არ ვცდილობთ, ჩვენ გვინდა ხმის საშუალებით ვეთამაშოთ თქვენს ყურებს ფერებისა და სივრცის მხრივ.[4]

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოში ბევრი მინიშნებაა 1986 წლის ფილმზე უცხოები. ის მოგვითხრობს ქსენომორფის მსგავსი არსებისა და გოგოს სიყვარულის ისტორიას. კლიპი გადაიღო ტიმოთი საკენტიმ..[5]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Peacebone“ (ალბომის ვერსია)5:14
2.„Safer“9:13
3.„Peacebone“ (Black Dice-ის რემიქსი)4:58
4.„Peacebone“ (Pantha du Prince-ის რემიქსი)10:02

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Peacebone&oldid=4586421“-დან